ქეცბაია ნაკრებს მარცხით დაემშვიდობა
თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობა მარცხით დაასრულა. პოლონელების სტუმრობა საქართველოში მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
ქართველი გულშემატკივარი მიეჩვია, რომ ქეცბაიას ხელში ნაკრები დიდი ანგარიშით აღარ აგებს, თუმცა მისი თავკაცობით გამართული უკანასკნელი მატჩი სწორედ გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. არადა, შეხვედრა საკმაოდ თანაბრად დაიწყო და პირველ ტაიმშიც განსაკუთრებული უპირატესობას და ასეთ კოშმარულ დასასრულს ვერავინ წარმოიდგენდა.
პირველი დარტყმა მასპინძლებმა განახორციელეს, თუმცა მე-6 წუთზე ჯაბა კანკავას მცდელობა არაზუსტი გამოდგა. მალევე, ქართველებმა ორი სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს. ორივე შემთხვევაში პოლონელთა მცველებმა იმარჯვეს.
მე-17 წუთზე პოლონეთს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მიეცა. ჯერ საშუალო მანძლიდან მილიკის დარტყმა მოიგერი ძელმა, მერე კი კამილ გროსიცკის დარტყმაც კვლავ ძელს მოხვდა და ისე დატოვა მოედნის ფარგლები.
22-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს კიდევ ერთი შანასი მიცა. ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ ბურთი კანკავას მიუვიდა, რომელმაც კვლავ ძლიერად, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
27-ე წუთზე მატჩის პირველი რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა. მასპინძელთა საჯარიმოში კამილ გროსიცკი აღოჩნდა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან საკმაოდ სახიფათოდაც დაარტყა. საქართველოს ნაკრები გიორგი ლორიამ გადაარჩინა.
36-ე წუთზე ქეცბაიას შეგირდებს კიდევ ერთი სტანდარტის შესრულების უფლება მიცათ, მაგრამ ჯანო ანანიძის მცდელობას სიზუსტე დააკლდა. 41-ე წუთზე კი ანანიძის მორიგი ჩაწოდების შემდეგ სტუმართა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ბურთი პოლონელთა კართად რამდენიმე მეტრში მდგომ კობახიძეს მიუვიდა, რომელმაც საკმაოდ ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ზუსტად ორ წუთში კი კიდევ ერთი რეალური შანსი სტუმრებს შეექმნათ. დასარტყმელ პოზიციაზე კვლავ გროსიცკი აღმოჩნდა და ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა.
მეორე ნახევარი მასპინძელთა სახიფათო შეტევით დაიწყო. მარჯვენა ფლანგიდან დაუშვილმა საჯარიმოში გამჭოიი გადაცემა გააკეთა, თუმცა პოლონელთა მცველებმა ვითარების განმუხტვა შეძლეს. ნავალკას შეგირდებმა მასპინძლებს მალევე საკმაოდ სახიფათო შეტევით უპასუხეს. რობერტ ლევანდოვსკის ძლიერი დარტყმა ლორიამ ლამაზ ნახტომში მოიგერია. ამ ეპიზოდში პოლონელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, რომელიც სამწუხაროდ შედეგიანი დარტყმით დასრულდა. 52-ე წუთზე სტუმრები კამილ გლიკმა დააწინაურა.
გატანილი გოლის შემდეგ პლონელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და რამდენიმე სახიფათო მოომენტიც შექმნეს. თემურ ქეცბაიამ კი მდგომარეობის გამოსწორება ცვლილებებით სცადა. ინტერტული ანანიძის ნცვლად მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილი შევიდა. „გენკის“ შემტევმა მასპინძლების თამაში გამოაცოცხლა. სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა კიდევ ერთი სახიფათო მდგომარეობა. დასარტყმელ პოზიციაზე კვლვა კანკავა აღმოჩნდა, თუმცა ისევ არაზუსტად დაარტყა. მოგვიანებით კი, ქეცბაიამ თამაშში ჭანტურია ჩართო, თუმცა რისკს მოერიდა და “კლუჟის” შემტევი ერთადერთი ფორვარდის, ლევან მჭედლიძის ნაცვლად შეიყვანა მოედანზე.
71-ე წუთზე პოლონელებმა მეორე გაიტანეს. სტანდარტული მდგომარეობიდან საჯარიმოში განხორციელებულ ჩაწოდების დროს ყველას კრიხოვიაკმა დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა. ზუსტად ორ წუთში კი სებასტიან მილამ ულამაზესი დარტყმით მესამე გოლი გაიტანა ლორიაშ კარში.
86-ე წუთზე მასპინძლებს პრესტიჟის გოლის გატანის შანსი მიეცათ, თუმცა ჭანტურიას ძლიერ დარტყმას მცველები გადაეღობნენ, კობახიძის დამატებული კი არაზუსტი აღმოჩნდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე პოლონელებმა მოთხედაც გაიტანეს. ლევანდოვსკის კარგი თამაშის შემდეგ ცარიელი კარის წინ დარჩა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია – 0:4.
საქართველო 0-4 პოლონეთი
გოლები: გლიკი 51′ ; კრიხოვიაკი 71′ ; მილა 73′ ; მილიკი 90′
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კვერკველია, ხუბუტია, გრიგალავა, კაშია, დაუშვილი, კანკავა, ანანიძე (ოქრიაშვილი 59′), კობახიძე (ძალამიძე 88′), მჭედლიძე (ჭანტურია 68′)
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
პოლონეთი: შჩესნი, იედრჟეჩიკი, პიშჩეკი, სძუკალა, გლიკი, მილა (ლინეტი 86′), გროსიცკი (რიბუსი 69′), მაკზინსკი (იოდლოვეცი 66′), კრიხოვიაკი, ლევანდოვსკი, მილიკი.
მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები