ქეცბაია ნაკრებს მარცხით დაემშვიდობა

თარიღი: ნოემბერი 15, 2014

თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობა მარცხით დაასრულა. პოლონელების სტუმრობა საქართველოში მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ქართველი გულშემატკივარი მიეჩვია, რომ ქეცბაიას ხელში ნაკრები დიდი ანგარიშით აღარ აგებს, თუმცა მისი თავკაცობით გამართული უკანასკნელი მატჩი სწორედ გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. არადა, შეხვედრა საკმაოდ თანაბრად დაიწყო და პირველ ტაიმშიც განსაკუთრებული უპირატესობას და ასეთ კოშმარულ დასასრულს ვერავინ წარმოიდგენდა.

პირველი დარტყმა მასპინძლებმა განახორციელეს, თუმცა მე-6 წუთზე ჯაბა კანკავას მცდელობა არაზუსტი გამოდგა. მალევე, ქართველებმა ორი სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს. ორივე შემთხვევაში პოლონელთა მცველებმა იმარჯვეს.

მე-17 წუთზე პოლონეთს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მიეცა. ჯერ საშუალო მანძლიდან მილიკის დარტყმა მოიგერი ძელმა, მერე კი კამილ გროსიცკის დარტყმაც კვლავ ძელს მოხვდა და ისე დატოვა მოედნის ფარგლები.

22-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს კიდევ ერთი შანასი მიცა. ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ ბურთი კანკავას მიუვიდა, რომელმაც კვლავ ძლიერად, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

27-ე წუთზე მატჩის პირველი რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა. მასპინძელთა საჯარიმოში კამილ გროსიცკი აღოჩნდა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან საკმაოდ სახიფათოდაც დაარტყა. საქართველოს ნაკრები გიორგი ლორიამ გადაარჩინა.

36-ე წუთზე ქეცბაიას შეგირდებს კიდევ ერთი სტანდარტის შესრულების უფლება მიცათ, მაგრამ ჯანო ანანიძის მცდელობას სიზუსტე დააკლდა. 41-ე წუთზე კი ანანიძის მორიგი ჩაწოდების შემდეგ სტუმართა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ბურთი პოლონელთა კართად რამდენიმე მეტრში მდგომ კობახიძეს მიუვიდა, რომელმაც საკმაოდ ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ზუსტად ორ წუთში კი კიდევ ერთი რეალური შანსი სტუმრებს შეექმნათ. დასარტყმელ პოზიციაზე კვლავ გროსიცკი აღმოჩნდა და ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა.

მეორე ნახევარი მასპინძელთა სახიფათო შეტევით დაიწყო. მარჯვენა ფლანგიდან დაუშვილმა საჯარიმოში გამჭოიი გადაცემა გააკეთა, თუმცა პოლონელთა მცველებმა ვითარების განმუხტვა შეძლეს. ნავალკას შეგირდებმა მასპინძლებს მალევე საკმაოდ სახიფათო შეტევით უპასუხეს. რობერტ ლევანდოვსკის ძლიერი დარტყმა ლორიამ ლამაზ ნახტომში მოიგერია. ამ ეპიზოდში პოლონელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, რომელიც სამწუხაროდ შედეგიანი დარტყმით დასრულდა. 52-ე წუთზე სტუმრები კამილ გლიკმა დააწინაურა.

გატანილი გოლის შემდეგ პლონელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და რამდენიმე სახიფათო მოომენტიც შექმნეს. თემურ ქეცბაიამ კი მდგომარეობის გამოსწორება ცვლილებებით სცადა. ინტერტული ანანიძის ნცვლად მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილი შევიდა. „გენკის“ შემტევმა მასპინძლების თამაში გამოაცოცხლა. სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა კიდევ ერთი სახიფათო მდგომარეობა. დასარტყმელ პოზიციაზე კვლვა კანკავა აღმოჩნდა, თუმცა ისევ არაზუსტად დაარტყა. მოგვიანებით კი, ქეცბაიამ თამაშში ჭანტურია ჩართო, თუმცა რისკს მოერიდა და “კლუჟის” შემტევი ერთადერთი ფორვარდის, ლევან მჭედლიძის ნაცვლად შეიყვანა მოედანზე.

71-ე წუთზე პოლონელებმა მეორე გაიტანეს. სტანდარტული მდგომარეობიდან საჯარიმოში განხორციელებულ ჩაწოდების დროს ყველას კრიხოვიაკმა დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა.  ზუსტად ორ წუთში კი სებასტიან მილამ ულამაზესი დარტყმით მესამე გოლი გაიტანა ლორიაშ კარში.

86-ე წუთზე მასპინძლებს პრესტიჟის გოლის გატანის შანსი მიეცათ, თუმცა ჭანტურიას ძლიერ დარტყმას მცველები გადაეღობნენ, კობახიძის დამატებული კი არაზუსტი აღმოჩნდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე პოლონელებმა მოთხედაც გაიტანეს. ლევანდოვსკის კარგი თამაშის შემდეგ ცარიელი კარის წინ დარჩა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია – 0:4.

საქართველო 0-4 პოლონეთი

გოლები: გლიკი 51′ ; კრიხოვიაკი 71′ ; მილა 73′ ; მილიკი 90′

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კვერკველია, ხუბუტია, გრიგალავა, კაშია, დაუშვილი, კანკავა, ანანიძე (ოქრიაშვილი 59′), კობახიძე (ძალამიძე 88′), მჭედლიძე (ჭანტურია 68′)

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

პოლონეთი: შჩესნი, იედრჟეჩიკი, პიშჩეკი, სძუკალა, გლიკი, მილა (ლინეტი 86′), გროსიცკი (რიბუსი 69′), მაკზინსკი (იოდლოვეცი 66′), კრიხოვიაკი, ლევანდოვსკი, მილიკი.

მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა

საქართველოს ეროვნული ნაკრები _74046საქართველო პოლონეთი_0674532423 სოლომონ კვერკველია_0804 საქართველო პოლონეთი_06759 ლევან მჭედლიძე_064653 გიორგიჭანტურია_0680586 ალექსანდრე კობახიძე_98864

 მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გვარდიოლა: “არასოდეს მინახავს მისნაირი ფეხბურთელი”

“ნიუკასლთან” საშინაო კედლებში მოგებული მატჩის (5-0) შემდეგ “მანჩესტერ სიტის” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, დავიდ სილვას მიმართ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილიკი “ნაპოლის” ტოვებს, თუმცა იტალიაში დარჩება

“ნაპოლის” დირექტორთა საბჭოს წევრი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “იუვენტუსის” სამიზნე, არკადიუშ მილიკი, კლუბთან კონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ლალანა “ლივერპულის” ლეგენდაა, ის გუნდს ტოვებს”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდის ნახევარმცველ ადამ ლალანას შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ სეზონის ბოლოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექა ტუღუში “ტორპედოში” დაბრუნდა

31 წლის ნახევარმცველი ბექა ტუღუში ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. ტუღუში ბოლოს წყალტუბოს “სამგურალში” თამაშობდა, თუმცა სათამაშო...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაიმის პასუხი: “საქართველოს უდიდესი კულტურა და ისტორია გააჩნია”

მარტვილის “მერანის” ბრაზილიელმა ფორვარდმა ფილიპე პაიმმა ბრაზილიურ მედიასთან საქართველოში არსებულ რასიზმზე ისაუბრა და მათ შორის, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩხეტიანის იდეა განხორციელდა – “დინამოს” “დინამო 2” დაემატა

თბილისის “დინამოს” აკადემიის სტრუქტურულ ერთეულს კიდევ ერთი გუნდი – “დინამო 2” დაემატა. “დინამო 2” ასპარეზობა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს სიტყვები იბრაჰიმოვიჩის პენალტის დროს და ზლატანის პასუხი (ფოტო, ვიდეო)

7 ივლისს, იტალიის სერია A-ში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქე 4:2 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაციოს” მცველმა “ლეჩეს” ფეხბურთელს უკბინა (ვიდეო)

7 ივლისს, იტალიის სერია A-ში “ლეჩემ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “სეზონის პირველი დღიდან “მილანში” რომ ვყოფილიყავი, სერია A

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტურინის “იუვენტუსთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, სე...
წაკითხვა
ფეხბურთი

დუგლას კოშტას ფინტი “მილანთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Douglas Costa.. pic.twitter.com/fXq2UPgQVG — Soso #FatihTerim (@sosoreyiz) July 7, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შენ შავი ხარ?” – მარტვილელი ფელიპე პაიმი ქართულ ფეხბურთის რასიზმზე ალაპ

მარტვილის “მერანის” 23 წლის თავდამსხმელი ფელიპე პაიმი ბრაზილიურ სპორტულ საიტთან საქართველოში, კერძოდ მარტვილში, რასიზმის პრობლემებზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

რებიჩის გოლი “იუვენტუსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო DANILO MISTAKE REBIC EMPHATIC FINISHHHHHpic.twitter.com/xmz4tF1Gwu — Karim (@Futball_Karim) July 7, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეაოს გოლი “იუვენტუსის “კარში” – “მილანი” იგებს! (ვიდე

იხილეთ ვიდეო Rafael Leão VIROU para o Milan logo depois do empate. QUE JOGÃO!!!pic.twitter.com/dQKGoe56we — […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩის გოლი “იუვენტუსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო #Ibrahimovic gets one back for #ACMilan #MilanJuve 1-2. pic.twitter.com/8oU39fwU2G — RainingGoals (@RainingGoals) July […]...
წაკითხვა