ქეცბაია ოქრიაშვილს და ქვილითაიას ორი ქართველით ჩაანაცვლებს
თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ “ანორთოსისი” დატოვეს და კარიერას “აპოელში” გააგრძელებენ.
გარდა ამისა, “ანორთოსისს” ბევრი ფეხბურთელი გამოემშვიდობება და თემურ ქეცბაია ცდილობს გუნდში ახალი მოთამაშეები მოიყვანოს. მათ შორის, ქართველებიც იქნებიან.
თემური ვაკო გვილიასა და გურამ კაშიას დამატება სურს და მათთან მოლაპარაკები უკვე დაწყებული აქვს.
ქეცბა კაშიას “ლოკომოტივთან” შედარებით გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს და ასევე, ევროპა ლიგაზე თამაშის პოტენციურ შანსს.
“ანორთოსისში” გარანტირებულად მხოლოდ გიორგი ლორიას დარჩენაა გადაწყვეტილი. შემოთავაზებებს კვიპროსული კლუბებიდან მურთაზ დაუშვილიც განიხილავს.