ქეცბაია: “პრაღაში დადებითი შედეგისთვის ჩამოვედით”

თარიღი: ოქტომბერი 1, 2015

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი პრაღაში ადგილობრივი “სპარტას” წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში აპოელი შინ გელზენკირხენის “შალკესთან” ანგარიშით 0:3 განადგურდა. “სპარტა” გასვლაზე ტრიპოლისის “ასტერასს” დაუზავდა — 1:1.

მიუხედავად ცუდი სტარტისა, ქეცბაიას სჯერა, რომ ჯგუფიდან გამსვლელი ორი გუნდის ვინაობა ეტაპის ბოლოს გადაწყდება.

“ჯგუფური ეტაპი ჯგუფის უკანასკნელ მატჩამდე გრძელდება. აქ დადებითი შედეგისთვის ჩამოვედით. გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა პრობლემები ყოველთვის არის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოედანზე არ გამოჩნდეს”, – აღნიშნა თემურ ქეცბაიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

აპოელმა 26 სექტემბერს კვიპროსის ჩემპიონატში “არისი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა. “სპარტა” 27 სექტემბერს ეროვნულ ჩემპიონატში თანაქალაქელ “სლავიასთან” 0:1 დამარცხდა.

თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აპოელის სამწვრთნელო შტაბმა ჩეხური გუნდის ბოლო მატჩი დეტალურად გაარჩია და საჭირო დასკვნები გააკეთა.

“სპარტამ” რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატა და ახლა ჩვენი მეტოქე უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ წლებში იყო. ამას ჩეხეთის ჩემპიონატში მათი პოზიციაც ადასტურებს (სატურნირო ცხრილის ლიდერია – ავტ). მოწინააღმდეგის რამდენიმე საშინაო და გასვლითი მატჩი ვნახეთ, მათი უკანასკნელი მატჩი დეტალურად გავარჩიეთ. მათ შეუძლიათ გატანა, თუმცა ბევრ გოლსაც უშვებენ. “სპარტა” ის გუნდია, რომელსაც შეუძლია, მცირე შეცდომის გამო დაგსაჯოს”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს cyprusscore-ი.

მატჩი “სპარტასა” და აპოელს შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას პაველ გილის თავკაცობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორ ატარებს დიჯეი დავით თარგამაძე თვითიზოლაციაში დროს ბებიასთან ერთად (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დავით თარგამაძე სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს. თარგამაძემ წარმატებული ცეკვის შემდეგ, […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

3 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლოს ტევესი: “ფეხბურთელებს შეუძლიათ ერთი წელი უხელფასოდ იცხოვრონ”

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის მძვინვარებამ დიდი უარყოფითი გავლენა იქონია საფეხბურთო ინდუსტრიაზე. ამის გამო წამყვანი კლუბებიც აქტიურად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დროგბა და ეტო ვაქცინების აფრიკელებზე გამოცდის წინააღმდეგ გამოდიან

რამდენიმე საათის წინ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ორმა ექიმმა განაცხადა, რომ კორონავირუსის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინფანტინო: “კორონავირუსის შემდეგ, ფეხბურთი სხვანაირი იქნება”

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის (FIFA) პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, კორონავირუსის ეფექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც ფეხბურთელები, პრობლემას...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი რამ ქართულ ფეხბურთში, რაც კორონა ვირუსმაც ვერ შეაჩერა!

ბათუმის სტადიონის მშენებელი კომპანია “შპს სტადიონი” დღეს ძალიან სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, კორონა ვირუსის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ბელარუსი ისევ გადაიდო

დღეს უეფას ხელმძღვანელებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს, რომელსაც ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვიდეოკონფერენცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” მფლობელი კვლავ ზაალ ჩაჩავაა

ქუთაისის “ტორპედოს” პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა სოციალურ ქსელში გუნდში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე დაწერა. “მაშინ, როცა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილი: “კლუბებში სიარული არ მიყვარს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული “შტურმის” უპირობო ლიდერია და “შტურმის” ოფიციალურმა ვებ-გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებს გურამ კაშია 1 დღეს ამერიკულ თვითიზოლაციაში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ამერიკული “სან-ხოსეს” მცველია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობაა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სკოლარიმ გერმანიასთან განცდილი კრახი გაიხსენა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე განცდილი კრახი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა ფედერაციების წარმომადგენლებთან კალენდრის საკითხზე იმსჯელებს

უეფამ ევროპის 55-ივე ფედერაციის გენერალური მდივანი პირველ აპრილს, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ევროპული ფეხბურთის მმართველი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად 30 წლის წინ – საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო (ვიდეო)

ზუსტად 30 წლის წინ – 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურჯაანში 11 პირი ფეხბურთის თამაშის გამო 33 000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლებმა 11 პირი დააჯარიმეს, რომლებიც კახეთში, გურჯაანში სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდნენ. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: სოსო ფრუიძე “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელია

“ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თბილისურ გუნდს ამიერიდან სოსო ფრუიძე გაწვრთნის. “ლოკომოტივის” ოფიციალური ვებ-გვერდ...
წაკითხვა