ქეცბაია, ვაისი, სანიოლი – ქართველი ფეხბურთელების საუკეთესო აგენტები
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ “ანორთოსისში” ყოფნისას ლორია, ქვილითაია, ოქრიაშვილი, დაუშვილი, ანანიძე და ნინუა წაიყვანა. მათ უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და ქეცბაია ნაკრების ლიდერებს მუდმივად თამაშის საშუალებას აძლევდა.
ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა “სლოვანში” კანკავა, კაშია და ჩაკვეტაძე წაიყვანა. გარდა ამისა, მისი ინიციატივით, დავით სხირტლაძე 2018 წელს “ტრნავას” შეუერთდა და მსგავსი რეკომენდაციები ვაისის მხრიდან ბევრი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვილი სანიოლმა ზურიკო დავითაშვილს რეკომენდაცია “ლორიენში” გაუწია, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა. ვილი ყველანაირად ცდილობდა ფრანგული კლუბები ზურიკოს და კვარას დამატებაში დაერწმუნებინა. საბოლოო ჯამში, დავითაშვილი “ბორდოში” მამუკა ჯუღელის პარტნიორის დახმარებით გადავიდა.
იმას, რასაც აგენტები ვერ აკეთებენ, ნაკრების მწვრთნელები თავიანთი ავტორიტეტისა და კონტაქტების ხარჯზე, გაცილებით უკეთ ახერხებენ.