ქეცბაიამ გაბალასთან მოლაპარაკებები დაიწყო
აზერბაიჯანული პრესის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარამ მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, მოლაპარაკებები საფეხბურთო კლუბ “გაბალასთან” წამოიწყო.
“გაბალა” აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბია, რომელიც ცოტა ხნის წინ უმწვრთნელოდ დარჩა. გუნდის თავკაცის პოსტი დორინელ მუნტიანუმ დატოვა.
აზერბაიჯანის 10-გუნდიან ჩემპიონატში “გაბალა” 13 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა.