ქეცბაიას აპოელი პრაღაშიც დამარცხდა (ვიდეო)

თარიღი: ოქტომბერი 1, 2015

თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი უეფას ევროპის ლიგის K ჯგუფის მეორე ტურშიც დამარცხდა. კვიპროსული გუნდმა პრაღაში ადგილობრივ “სპარტასთან” შეხვედრა ანგარიშით 0:2 დათმო. მატჩი თანაბარ, არცთუ ისე მაღალ ტემპში დაიწყო. 24-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა: ჩეხთა მცველის, იაკუბ ბრაბეცის მახვილგონივრული გადაცემის შემდეგ “სპარტას” ერთ-ერთი ლიდერი დავიდ ლაფატა ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და ბურთი დაუცველის კარის წინ მდგარ ნიგერიელ ახალწვეულ კეჰინდე ფატაის გადააწოდა, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა.

მე-60 წუთზე გოლი თავად ბრაბეცმაც გაიტანა: კუთხურის გათამაშების შემდეგ სტუმართა მცველებს საკუთარ საჯარიმოში ჩეხი ფეხბურთელი გამოეპარათ და ამ უკანასკნელსაც ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია — 2:0.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში გელხენკირხენის “შალკემ” ტრიპოლისის “ასტერასი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ამრიგად, უქულოდ დარჩენილი აპოელი ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. კვიპროსელებს 1 ქულით უსწრებს “ასტერასი”, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 4 ქულა დააგროვა “სპარტამ”, შალკე” კი ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
“სპარტა” — აპოელი 2:0 (1:0)

გოლები: ფატაი 24′, ბრაბეცი 60′.
გაფრთხილებები: ირაჩეკი 22′, მატეიოვსკი 47′ — ვანდერი 19′, ანტონიადესი 27′, მარიუ სერჟიუ 29′, არტიმატასი 40.
მთავარი არბიტრი: პაველ გილი (პოლონეთი).

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

აჩი არველაძე: “ღმერთმა არ დამაჭირვოს და გამაჭირვოს ისე, რომ პოლიტიკაში წავიდე”

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ მისი პოლიტიკაში წასვლის შესახებ  დათო გორგილაძის გადაცემა “აუტანელ სიმსუბუქეში” [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ცეცაძემ “სამტრედია” დატოვა

“სამტრედია” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დატოვა. ცეცაძე  8 თვის წინ დაბრუნდა და შეეცადა გუნდი ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია: ‘ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთი თხოვნა და რჩევა მექნება’

კვიპროსის “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 53 წლის სპეციალისტმა საზოგადოებრივი მაუწყებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩისკო: “მამარდაშვილი “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრებში წლების მანძილზ

თბილისის “დინამოსა” და “უოტფორდის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმმა” ჯოვინო ფლამარიონი უნდა გაყიდოს!

“დინამო ბათუმის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონია, რომელსაც  ეროვნულ ლიგაში 102 მატჩი აქვს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალბუენა: “უკვე ექვსი წელია ვიცდი, საქმეს ბოლომდე მივიყვან”

მატიე ვალბუენას შანტაჟის თემაზე ვერსალში სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც იცით, “ოლიმპიაკოსის” ამჟამინდელი ფეხბურთელი კარიმ ბენზემას [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც დაბრუნება ვერ შეძლო!

ძალიან ბევრი ქართველი ტალანტი, რომელთა იმედი მთელ საქართველოს ჰქონდათ, ტრავმებმა გააწამეს და ფეხბურთის ნორმალურად თამაშის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა მესიმ პენალტი “ლაიფციგთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო MESSI CHIP HIS PEN BRO THE GREATESTTTTTT pic.twitter.com/zIIcIKt7QL — Galu (@PSGalu) October 19, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედერაციის თავდაცვა, გულშემატკივარი და ჩემპიონობა ბათუმში

ხვალ ეროვნული ლიგის 30-ე ტური გაიმართება და ცენტრალური მატჩი ბათუმში ორ “დინამოს” შორის შედგება. ცხრილში […]...
წაკითხვა