ქეცბაიას ემოციური გამოსვლა – რას ფიქრობენ გულშემატკივრები?
14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში პოლონეთს უმასპინძებს. შესაძლოა, აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიასთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს. ჯვაროსნების დამირგებელმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მატჩის შემდეგ შესაძლო წასვლას ისაუბრა, შემდეგ კი იგივე ტელევიზიის ეთერითაც გაიმეორა, სადაც საკმაოდ ემოციური გამოსვლა ჰქონდა, რაც დღეს განხილვის მთავარ თემად იქცა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლებსაც მივეცით.
ვახო მაქაცარია: „ერთი მწვრთნელი დამისახელეთ მსოფლიოში ვინც ამ საქართველოს ნაკრებით შედეგს დადებს. ფეხბურთელებმა ბურთის მიღება არ იციან, სირბილი არ შეუძლიათ, კარში ვერ ურტყამენ და ამათ ქეცბაია კი არა, ეშმაკიც ვერ უშველით. წადი ქეცაია, წადი ნორმალურ კლუბში და მადლობას მაინც გეტყვიან. წარმატებები თემურს, მაგარი ხარ!“
ოთო ზუკაკიშვილი: „გამიხარდება ქეცბაია თუ წავა. ის ნამდვილად იმსახურებს უკეთეს გუნდს“
დიტო ჯანელიძე: „ქეცბაიას მუშაობას მხოლოდ დადებითად ვაფასებ. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ამ კაცზე. უპრობლემოდ იშოვის კარგ გუნდს და ნაკრებიდანაც წავა. არ გვყავს კარგი ფეხბურთელები და ირლანდიასთან და შოტლანდიასთან რო წააგო მას ბრალდება. სასაცილოა.“
ლევანი დემეტრაძე: „პირდაპირი და ემოციური ადამიანია, თუმცა არაფერს ამბობს გაუგებარს. დღეს საქარტველოს ნაკრებს არაფერი არ ეშველება. ეს არის ჩვენი მაქსიმუმი და ქეცბაია კი არ აფერგიუსონი და ანჩელოტი ერთად რო ჩამოიყვანონ შედეგი იგივე იქნება“
დათო გორელაშვილი: „ყველა ნაკრების მწვრთნელობა ძალიან ძნელია და ამიტომ ბევრი არ თანმხდება. დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ჩემპიონტში თუ ლიგაში ქეცბაიან ძალიან კარგი შედეგები ექნება. მაგრამ, ისმის კითხვა, რატომ დათანხმდა ამ სამსახურს? „მეგონა ფეხბურთელები თავიანთ გუნდებში სტაბილურად ითამაშებენო“ – პასუხად ვერ გამოდგებოდა.
საბა საბანაძე: „საქართველოში ვერც ერთი მწვრთნელი ვერ გამოავლენს იმას თუ რა შეუძლია, რადგან იმისთვის რომ რაიმე გააკეთო მასალა უნდა გქონდეს და როცა ყენია, ანანიძე, ოქრიაშილი დუბლებში არიან თარგამაძე 24 საათი ფეისბუქზე, მჭედლიძე მუდამ სკამზე და კიდე ბევრი უბედურებაა და ერთეულები თუ არიან ძირითადში რა ამის ბრალია”
მიხეილ გვასალია: „უნდა წავიდეს ეს კაცი და საკუთარი დაცვით მენტალიტეტი სხვა გუნდს მოახმაროს. არ გვჩვევია ქართველებს დაცვითი თამაში. არ არის ეს ჩვენს გენეტიკაში. და კიდევ, ძალიან უზრდელი და უტიფარი პიროვნება არის. როგორ მოთამაშე განუმეორებელი იყო და მისნაირები სანთლით საძებნი იყო, მაგრამ როგორ მწვრთნელი…”