ქეცბაიას უცნაური კომენტარი ხვიჩაზე – “რომ წავიდეს, სად უნდა წავიდეს?”
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ “სპორტულ ტაიმაუტში” ისაუბრა.
“მე არ მესმის მისი კრიტიკის. ხვიჩას “რუბინთან” კონტრაქტი აქვს და წასვლა შეუძლია სეზონის ბოლომდე, თუმცა შემდეგ უნდა დაბრუნდეს. იმედია, ამ დროისთვის ომიც დამთავრდება, ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. რომ წავიდეს, სად უნდა წავიდეს – არის ასეთი შემოთავაზება? მე არ ვიცი. ამ თემას ახლოს არ ვიცნობ და მეტს ვერ ვიტყვი. მთავარია, ახლა ხვიჩამ ივარჯიშოს, ითამაშოს, რადგან საქაართველოს ნაკრების წამყვანი ფეხბურთელია. იმედია, მარტის მატჩებისთვის კარგ ფორმაში იქნება”, – განაცხადა ქეცბაიამ.
რუსეთიდან წასვლა ფეხბურთელებს 7 აპრილამდე შეუძლიათ, თუმცა 30 ივნისამდე უნდა დაბრუნდნენ. იტალიური პრესის ცნობით, კვარას აგენტი “ნაპოლის” წარმომადგენლებს შეხვდნენ.