ყატარში სპორტის უმსხვილესი მუზეუმი გაიხსნება
2019 წელს ყატარში სპორტის უმსხვილესი მუზეუმი – „სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის მუზეუმი 3-2-1“ გაიხსნება. მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ფუად ალ მუდაჰაკას თქმით, მუზეუმის ფართობი 19 ათასი კვადრატ მეტრი იქნება და წლის მსოფლიო საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატისთვის აგებულ „ალ ხალიფას“ სტადიონზე განთავსდება.
ყატარული მუზეუმის უნიკალურობაზე საუბრისას ფუად ალ მუდაჰაკა აღნიშნავს, რომ მასში წარმოდგენილი იქნება 1936 წლის ბერლინის ოლიმპიური თამაშებიდან დღემდე ოლიმპიური ჩირაღდნების სრული კოლექცია: „მუზეუმის კოლექციაში იქნება უამრავი უნიკალური ექსპონატი: 1896 წლიდან დაწყებული ყველა ოლიმპიური თამაშების მედალი, 1912 წლიდან მოყოლებული თამაშების ყველა ოფიციალური პლაკატი. გარდა ამისა, დამთვალიერებლები ნახავენ მუჰამედ ალის ხელთათმანებს, პელეს ბუცებს.“
სეოკ-ის პრესსამსახური