ყაველაშვილი: “ძიუდოისტები პასუხებს არ დაელოდნენ”
საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხიელ ყაველაშვილი აცხადებს, რომ დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიენტის პოსტი არ უნდა დატოვოს.
ყაველაშვილმა ეს განცხადება ძიუდოს ფედერაციის ყრილობიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
“ძიუდოისტებმა ყრილობაზე დასწრება დაგვიანებით გადაწყვიტეს. ჩემი თხოვნა იყო, რომ საუბარი კონსტრუქციულ რეჟიმში ყოფილიყო. მათ კითხვები დასვეს, პასუხებს კი არ დაელოდნენ და დარბაზი ანერვიულებულებმა დატოვეს. დავით ქევხიშვილის მოვუსმინე და მას სპორტსმენების ბლადებებზე პასუხები აქვს. ქევხიშვილს ვურჩიე, რომ მედიის წინაშე ყველაფერზე ღიად ისაუბროს.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ეს ძიუდოისტები სპორტში დარჩნენ. პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ეს დაძაბულ ვითარებაში არ უნდა მოხდეს. მეც სპორტსმენი ვიყავი, პროტესტიმქონია, მაგრამ წესები არასოდეს დამირღვევია. ჩემი აზრით, ამ მდგომარეობაში ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. ანალიზი გაკეთდება და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. სპორტსმენების აზრიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო”, – განაცხადა ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ძიუდოს ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს.