ყაზაიშვილი: “თითოეული ფეხბურთელის სურვილია, რომ გულშემატკივრები გავახაროთ “
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ვაკო ყაზაიშვილმა გიბრალტარის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“გასულ შეხვედრებში დაცვაში კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ შეტევაში აგრესია გვაკლდა. ჩემი აზრით, პირველ რიგში ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ და ხვალინდელ შეხვედრაში შექმნილი მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი შეხვედრაა დარჩენილი, ამ გუნდის წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ და ხვალინდელ მატჩშიც გამარჯვება იქნება მთავარი მიზანი. ჩვენი, თითოეული ფეხბურთელის სურვილია, რომ გულშემატკივრები გავახაროთ და მატჩი სასურველი შედეგით დასრულდეს”, – განაცხადა ყაზაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს დღეს გიბრალტარში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ფოტო: GFF.GE