ყაზაიშვილი “ვიტესის” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
არნემის “ვიტესის” არაოფიციალურმა ვებ-გვერდმა vitesse.netwerk.to-მმა ვალერი ყაზაიშვილი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 22 წლის ქართველმა შემტევმა “ვიტესის” სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ყველაზე მაღალი შეაფასება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი “ვიტესს” ოთხი წლის წინ შეუერთდა, თუმცა პირველი ორი სეზონის განმავლობაში მას პირველ გუნდში თამაში იშვიათად უწევდა. 2014-15 წლების სეზონში, ვაკომ არნემული კლუბის მაისურით ჩატარებულ 33 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა.
ასევე, შეფასებების მიხედვით, 2014-15 წლების სეზონში, გუნდის საუკეთესო ათ ფეხბურთელს შორის გურამ კაშიაც მოხვდა, ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ვალერი ყაზაიშვილი
2. დავი პრიოპერი
3. მარკო ვეინოვიჩი
4. ბერტრანდ ტრაორე
5. იან-არიე ვან დერ ჰეიდენი
6. გურამ კაშია
7. ელოი რუმი
8. კევინ დიკსი
9. დენის ოლინიკი
10. ზაქარია ლაბიადი