ყაზაიშვილი: “ვწუხვარ, რომ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მივიღებ”
“ულსან ჰიუნდაის” შემტევი ნახევარმცველი, ვაკო ყაზაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ივნისში გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება. ქართველი ნახევარმცველი კორეიდან ნაკრებში ჩამოსვლას გადაადგილებისა და საკარანტინე შეზღუდვების გამო ვერ ახერხებს.
ვაკომ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:
“ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. სამწუხაროდ, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის არსებული გადაადგილებისა და საკარანტინე შეზღუდვების გამო, გამოძახების მიუხედავად, ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ვერ ვიქნები. ვწუხვარ, რომ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მივიღებ. მინდა, წარმატება ვუსურვო ბიჭებს რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ”, – აცხადებს ყაზაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთს, ხოლო 6 ივნისს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.