ყაზაიშვილმა საგოლე პასი გააკეთა

თარიღი: ოქტომბერი 4, 2014

ჰოლანდიის ერედივიზიონის VIII ტურის გახსნით შეხვედრაში არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “დენ ჰააგი” მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რაშიც არნემელთა ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმაც დაიდო საკუთარი წვლილი. როგორც მოგეხსენებათ, დევი პრიოპერს ტრავმა აწუხებს და მის ნაცვლად უკვე მეორე მატჩია, “ვიტესის” თავკაცი პეტერ ბოში სასტარტო შემადგენლობაში ყაზაიშვილს აყენებს, მიცემულ შანსს კი ახალგაზრდა ქართველი შემტევი მშვენივრად იყენებს. წინა მატჩში ჩვენებურმა ჰეთ-თრიკიც კი შეასრულა.

რაც შეეხება “ვიტესსა” და “დენ ჰააგს” შორის გამართულ შეხვედრას, ანგარიში მე-5 წუთზე კელვინ ლერდამმა გახსნა, რომელსაც საგოლე პასი სწორედ ყაზაიშვილმა მიაწოდა. იმავე ლერდამმა მე-14 წუთზე დუბლი შეასრულა, ყაზაიშვილმა ამ საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა, მან ხელსაყრელ პოზიციაზე აბიოლა დაუდა გაიყვანა, რომელმაც თავის მხრივ, ლერდამს საგოლე პასი გაუკეთა. 21-ე წუთზე მიხილ კრამერმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა არნემელებმა პირველი ტაიმის მიმდინარეობისას კიდევ სამი გოლი გაიტანეს: 31-ე წუთზე ტიმოტი დერეიკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 37-ე წუთზე მარკო ვეინოვიჩმა საჯარმო დარტყმით გაიტანა, იმავე ვეინოვიჩმა მე-40 წუთზე პენალტი გამოიყენა.

62-ე წუთზე დაუდას წაქცევისთვს დანიშნული თერთმეტმერიანი დარტყმა კვლავ ვეინოვიჩმა შეასრულა და ჰეთ-თრიკიც ჩაიწერა.

საბოლოო ჯამში, “ვტესმა” “დენჰააგი” ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

ყაზაიშვლმა მატჩი სრულად ჩაამთავრა. რაც შეეხება გურამ კაშიას, მას, როგორც მოგეხსენებათ, ფეხის თითი აქვს მოტეხილი და განაცხადში არ ყოფილა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის სატურნირო მდგომარეობის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები


მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ქართველი გულშემატკივრის ოცნება: შოთა და ხვიჩა ერთ გუნდში!

2020 წელს ყველაზე მეტად ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს თავი ორმა ადამიანმა დაამახსოვრა – შოთა არველაძემ და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა ვარჯიშებზე დაფრინავს – ხვიჩამ 3 თანაგუნდელი გააბითურა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია “რუბინთან” ერთად თურქეთში, ბელეკის სავარჯიშო ბაზაზე იმყოფება და საოცარ ფორმაშია. ამხანაგურ მატჩში გატანილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ეიბარის” მეკარემ მადრიდის “ატლეტიკოს” გოლი გაუტანა (ვიდეო)

მარკო დიმიტროვიჩის გოლი “ატლეტიკოს” კარში იხილეთ ვიდეო Pendant ce temps là, Dmitrovic le gardien d'Eibar […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ არის მამუკა ჯუღელი? – აგენტი, რომელმაც რუსეთში ქართული გუნდი შექმნა

რუსულ “როტორში” დღეს მე-6 ქართველი ფეხბურთელი, “თელავის” ყოფილი მცველი ილია ბერიაშვილი ითამაშებს. 3 დღის წინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თენგიზ წიქარიძე რუსეთის მე-2 ლიგის აუტსაიდერში გადავიდა

თენგიზ წიქარიძე რუსეთის მე-2 ლიგის ბინადარ “ტომში” გადავიდა. გუნდის ოფიციალურმა გვერდმა წიქარიძის დამატება უკვე დაადასტურა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

IFFHS: ეროვნული ლიგა რეიტინგში 24 ერთეულით დაქვეითდა

ყველასათვის ცნობილმა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IFFHS) 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” ყოფილი მცველი “დინამო თბილისს” შეკრებაზე შეუერთდა

“ლიონისა” და “ლივერპულის” ყოფილი მარცხენა მცველი ალი სისოკო “დინამო თბილისს” თურქულ შეკრებაზე შეუერთდა. სისოკო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ “პარტიზანს” გაუტანა (ვიდეო)

ყაზანის “რუბინი” ამხანაგურ შეხვედრაში ბელგრადის “პარტიზანს” უპირისპირდება. “რუბინის” ძირითად შემადგენლობაში იყო ხვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანოვამ მადრიდის “რეალს” 115-ე წუთზე გაუტანა (ვიდეო)

“ალკოიანო” – “რეალი” ხუანან კასანოვას გოლი იხილეთ ვიდეო Juanan Casanova goalfollow @noob_fcb for more goalspic.twitter.c...
წაკითხვა
ფეხბურთი

კენედის ულამაზესი გოლი “ვილიარეალის” კარში (ვიდეო)

“ვილიარეალი” – “გრანადა” კენედის გოლი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო სოხუმს” დაფინანსებაზე უარი 50-მა კომპანიამ უთხრა

“დინამო სოხუმის” გენერალურმა დირექტორმა, დავით თაქთაქიშვილმა კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა. “მოგესალმებით. დღეს მინდა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” და “ტორპედოს” ვეტერანი ფეხბურთელები დახმარებას ითხოვენ

თბილისის “დინამოს” ლეგენდარული 13 მაისის გამარჯვების მონაწილეები, გიორგი ჭილაია და გიორგი თავაძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. [&hellip...
წაკითხვა