ყაზაიშვილმა “ვიტესთან” ოთხი წლით გაახანგძლივა
ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ვალერი ყაზაიშვილმა ჰოლანდიურ “ვიტესთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ყაზაიშვილი არნემელთა რიგებში 2018 წლამდე დარჩება.
“ვიტესის” დირექტორი ვაკოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კლუბს ქართველი ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელად მიაჩნია.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვაკო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მოხარულები ვართ, რომ მასთან კონტრაქტი გავახანგძლივეთ. ვფიქრობ, ის ჩვენთან ერთად ზრდას განაგრძობს”, – ამბობს მო ალაჩი.
კომენტარი გააკეთა ყაზაიშვილმაც, რომელიც თვლის, რომ მას “ვიტესში” განვითარების კარგი საშუალება აქვს.
“ვფიქრობ, “ვიტესში” შემიძლია კიდევ უფრო გავიზარდო. კლუბსა და ქალაქში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამომიძახეს, მალე საუდის არაბეთს ვეთამაშებით, ამიტომ დასასვენებლად ცოტა დრო მაქვს”, – ამბობს ყაზაიშვილი.
დიტო ჭიჭინაძე