ყაზახეთის ნაკრების თავკაცი:”ჩაკვეტაძეს წინააღმდეგ ვერაფერი გავაწყეთ”
ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფის ბოლო მატჩი ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრებმა “დინამო არენაზე” გამართა. შეხვედრა საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით (2-1) დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე უქეიფოდ მყოფმა ყაზახთა თავკაცმა, სტანიმირ სტოილვმა მცირე კომენტარი გააკეთა.
“თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მატჩი შედგა. შეხვედრის პირველი ნახევარი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, გადაკეტილი გვქონდა ზონები და შეგვექმნა ერთი ასპროცენტიანი საგოლე მომენტიც.
მართალია, რომ მეტოქეთა ათიანმა თამაშში წამყვანი როლი ითამაშა, ჩვენმა განაპირა მცველებმა ჩაკვეტაძეს წინააღმდეგ ვერაფერი გააწყეს. რაც შეეხება მოტივაციას, ვფიქრობ, ჩვენ გუნდს კლასი არ ეყო და სწორედ ეს გახდა წაგების მიზეზიც.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რაც ნათლად მეტყველებს, რომ კლასში განსხვავება არსებობს. შეტევაში მომენტებს ვერ ვიყენებთ, რაც ჩვენი მთავარი პრობლემაა.
სავსე სტადიონზე თამაშით დიდი სიამოვნება მივიღეთ, პოზიტიური გამოცდილება. რაც უფრო მეტს ვითამაშებთ მსგავს გარემოში უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებთ,” – განაცხადა ბაისუფინოვმა.