ყაზანის “რუბინის” პოსტი სოციალურ ქსელში, მას შემდეგ, რაც მიქელთაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა
21 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ყაზანის “რუბინმა” სტუმრად მოსკოვის “დინამო” 0:1 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ბექა მიქელთაძემ გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი 93-ე წუთზე დალაშქრა.
როგორც იცით, ყაზანურ კლუბს წინა ტურში ქულა ხვიჩა კვარაცხელიას გოლმა მოუტანა. ამჟამად ამ გუნდში სამი ქართველი – კვარაცხელია, მიქელთაძე და დავითაშვილი თამაშობენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში, “რუბინის” ოფიციალურ გვერდზე ფოტო ასეთი ჰეშთეგით გამოქვეყნდა: “#БезГрузинаНетРубина” (“რუბინი” ქართველების გარეშე არ არსებობს”).
შეგახსენებთ, რომ ამ კლუბის ღირსებას სხვადასხვა დროს დავით ჩალაძე, დავით კვირკველია, ლაშა სალუქვაძე და სოლომონ კვირკველია იცავდნენ.
🇬🇪🇬🇪🇬🇪 #БезГрузинаНетРубина pic.twitter.com/5zCUA9fTxq
— «Рубин» Казань (@fcrk) July 21, 2019
🇬🇪🇬🇪🇬🇪 #БезГрузинаНетРубина pic.twitter.com/5zCUA9fTxq
— «Рубин» Казань (@fcrk) July 21, 2019