ყაზანის “რუბინმა” სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო წაშალა

თარიღი: ოქტომბერი 8, 2019

7 ოქტომბერს, სოციალურ ქსელებში, Twitter-სა და Instagram-ზე ყაზანის “რუბინის” ოფიციალურ გვერდებზე სურათი გამოქვეყნდა, რომელიც გუნდის ქართველი ფეხბურთელების საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში გამოძახებას ეხებოდა.

სურათზე საქართველოს რუკა გაერთიანებული საქართველოს სახით იყო წარმოდგენილი, რამაც ქართველი გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით, “რუბინის” გვერდებზე აღნიშნული ფოტო წაიშალა.

მსგავსი სიახლეები