ყენია და არაბული დუბლებში
საქართველოს ბოლო დროის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა ლევან ყენიამ დიუსელდორფის “ფორტუნას” დუბლებში ჩაატარა შეხვედრა. გერმანიის რეგიონალლიგის ჩემპიონატში “ფორტუნას” დუბლიორები “ზიგენთან” 0:1 დამარცხდნენ. ყენიას დიუსელდორფული გუნდის მთავარ მწვრთნელთან აქვს პრობლემა, რის გამოც ქართველი “ფორტუნას” მალე დატოვებს.
დუბლშემადგენლობაში ითამაშა კიდევ ერთმა ახალგაზდამ, ბაჩანა არაბულმა. ესპანური “ალკორკონის” დუბლებმა ტერსერა დივიზიონის მატჩში “კახა კარაბანჩელთან” 2:2 ითამაშეს. არაბულმა მინდორზე 57 წუთი გაატარა.