WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (452610) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ყენია, მჭედლიძე, არაბიძე უგუნდოდ არიან – ჭანტურიამ კარიერა დაასრულა!

თარიღი: მაისი 21, 2021

30 წლის ლევან ყენია და 31 წლის ლევან მჭედლიძე კვლავ უგუნდოდ არიან. 28 წლის გიორგი ჭანტურიამ, Transfermarkt-ის ცნობით, კარიერა დაასრულა. გიორგი არაბიძეს კვლავ ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.

ყენია ბოლოს “საბურთალოში” თამაშობდა, საიადანაც 2020 წლის ივნისში თვითნებურად წავიდა. “საბურთალო” ლევანს კონტრაქტის პირობების დარღვევას ედავება, ყენია კი ამბობს, რომ ხელფასს არ უხდიდნენ. ყენომ კარიერის გაგრძელება გერმანიის მე-3 ლიგაში სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და 1 წელია უგუნდოდაა.

ლევან მჭედლიძე “დინამო თბილისიდან” წასვლის შემდეგ “დინამო ბათუმს” შეუერთდა, თუმცა კვლავ მიკრო ტრავმები მიიღო, კლუბს ვერ მოერგო და ბათუმელები 3 კვირის წინ დატოვა.

საერთოდ ძალიან უცნაურია გიორგი ჭანტურიას შემთხვევა. ბოლოს ჭანტურიამ 2019 წლის იანვარში ითამაშა, როდესაც “ურალში” ირიცხებოდა. ერთწლიანი უქმობის შემდეგ “საბურთალოში” დაბრუნდა, სადაც გია ცეცაძემ მიიყვანა. ცეცაძეს გუნდში პრობლემები შეექმნა და ორ კვირაში ჭანტურიაც წავიდა. მას შემდეგ გიორგი არსად ჩარიცხულა. 2 წელზე მეტია გავიდა, რაც მან ბოლოს რომელიმე ლიგაში იასპარეზა და როგორც Transfermark წერს, უკვე კარიერაც დაასრულა.

23 წლის გიორგი არაბიძეს ორივე გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. “ნასიონალი” პორტუგალიაში, “როტორი” კი რუსეთში. როგორც ჩანს, მას კვლავ ძებნა მოუწევს, რაშიც ძალიან არ უმართლებს. არადა, 2017 წლის 24 მარტის დებიუტის შემდეგ, არაბას ნაკრებში 4 მატჩში 3 გოლი აქვს შეგდებული, რაც საუცხოო შედეგია.

საინტერესოა და ცოტა უცნაურიც, რომ ოთხივე ფეხბურთელი ცაციაა.



მსგავსი სიახლეები