ყენია უკრაინას უბრუნდება

თარიღი: ოქტომბერი 17, 2014

ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი, ლევან ყენია კარიერას უკრაინაში გააგრძელებს.

24 წლის ქართველი, რომელიც “დიუსელდორფიდან” წამოსვლის შემდეგ უგუნდოდ იყო, ლვოვის “კარპატის” დაუბრუნდა, სადაც გერმანიაში ხელმეორედ წასვლამდე ასპარეზობდა. უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ “კარპატის” ღირსებას კიდევ ერთი ქართველი, ბუბა დაუშვილი იცავს. 8 ტურის შემდეგ ლვოველები უკრაინულ პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები