ყენიამ თითი მოიტეხა
გერმანული “ფორტუნას” ქართველი ფეხბურთელი, ლევან ყენია ტრავმირებულია. Facebook-ში, დიუსელდორფული კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის შემტევმა ნახევარმცევლმა 26 ნოემბერს ჩატარებულ ვარჯიშზე მარჯვენა ხელის თითი მოიტეხა.
ყენიას მალე ოპერაციასაც გაუკეთებენ, რის გამოც, გარკვეული დროის განმავლობაში უქმობა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ლევანი “ფორტუნაში” 2013 წელს, უკრაინული “კარპატიდან” გადავიდა. ამჟამად, ყენიას გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მე-14 პოზიციას იკავებს.
დიტო ჭიჭინაძე