ყენიას “სლავია” ბრნოში დამარცხდა
ჩეხეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ლევან ყენიას “სლავია” ბრნოს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “ზბროიოვკას” დაუპირისპირდა და სამი უპასუხო გოლით დამარცხდა.
პრაღელთა ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა. 76-ე წუთზე ყენიამ მსაჯისგან ყვითელი ბარათიც მიიღო.
21 ტურში მოპოვებული 24 ქულით “სალვია” სანაკრებო პაუზას მე-12 პოზიციით ხვდება.