ყიფიანი: „ეს პირველი შეკრება ძალიან ნაყოფიერი იყო“
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ბულგარეთის 19-წლამდელებთან მეორე სპარინგმატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 2:0 მოიგო.
„ამ ორ თამაშს შევაფასებ დადებითად, იმის გამო, რომ ჩვენ შევეცადეთ და გამოგვივიდა მიგვეღო ინფორმაცია რაც შეიძლება ბევრ ფეხბურთელზე, რომელიც 19-წლამდე ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან. აქედან გამომდინარე ეს ორივე თამაში ძალიან ნაყოფიერი იყო. რა თქმა უნდა, იყო უარყოფითი ფაქტორები, მაგრამ ასევე იყო დადებითიც. მე კმაყოფილება მინდა გამოვთქვა იმ ფაქტის გამო, რომ კანდიდატებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ამ ორ შეხვედრაში. ჩვენ შემდეგი შეკრება თებერვალში გვექნება და პლიუს ამას გავმართავთ ორ ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროში ადგილობრივ ნაკრებთან. ვფიქრობ, რომ ეს პირველი შეკრება, რომელიც 10 დღე მიმდინარეობდა ძალიან ნაყოფიერი იყო. უკვე მიღებული ინფორმაციით, შემდეგ შეკრებაზე ვეცდებით ის სათამაშო სისტემა რაც დავამუშავეთ დავხვეწოთ და უკვე მზად ვიყოთ ესპანეთში გასამართი ელიტ-რაუნდისთვის”, – ციტირებს ყიფიანს სფფ-ს საიტი.