ყოფილი “მეთოფე” “ეშმაკებს” სურთ
“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” ნახევარმცველის, ალექსანდერ სონგის გადმობირებას ცდილობს.
“ნოუ კამპზე” გატარებული 2 წლის განმავლობაში სონგმა თავის გამოჩენა ვერა და ვერ შეძლო. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 53 შეხვედრაში, მან მხოლოდ 28-ში ითამაშა.
როგორც Goal – ი იტყობინება, პრემიერ-ლიგის მოქმედი ჩემპიონები უკვე დაუკავშირდნენ “ბარსელონას” და მას შესთავაზეს 12.5 მლნ. ფუნტი, მაგრამ შესაძლოა ეს თანხა არასაკმარისი აღმოჩნდეს.
2012 წლის ზაფხულში თავად “ბარსამ” 15 მლნ. ფუნტი გადაუხადა “არსენალს”, ამიტომაც ახლა შეეცდება მთელი თანხა უკან დაიბრუნოს, გარდა ამისა, სონგს კიდევ სამი წელი აკავშირებს “ბარსელონასთან” კონტრაქტის მიხედვით.
“არსენალში” თამაშის დროს სონგი არამარტო კარგად ართმევდა თავს ჩამშლელი ნახევარმცველის მოვალეობას, არამედ ხშირად რობინ ვან პერსის ასისტენტადაც გამოდიოდა, რომელიც სწორედ “იუნაიტედში” თამაშობს ამჟამად.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/