ყოფილი მსაჯის ვერდიქტი: უნდა გაეძევებინათ ფროილერი? (ვიდეო)
ბერგამოს “ატალანტა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის “რეალთან” მინიმალური ანგარიშით (0-1) დამარცხდა. შედეგი მეტწილად მატჩის მე-17 წუთზე რემო ფროილერის გაძევებამ განაპირობა, რაზეც გულშემატკივართა აზრები გაიყო.
Marca-ს ექსპერტი და ყოფილი პროფესიონალი მსაჯი, ხუან ანდუხარ ოლივერი, თვლის, რომ წითელი ბარათი გადამეტებული იყო: “მსაჯმა ეპიზოდი შეაფასა, როგორც ბოლო იმედის ჯარიმა. ჩათვალა, რომ მენდის გოლის გატანის შანსი ჰქონდა, რაც ჩემთვის გადამეტებული შეფასებაა.
“რეალის” ფეხბურთელს ბურთზე სრული კონტროლი არ ჰქონია და ჩემი აზრით, ყვითელი ბარათი უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა.”
Red card to Freuler from Atalanta at minute 17 that he plays against Real Madrid in the Champions League. pic.twitter.com/TWidMpIuY1
— Aike 아이케 (@Aike_007) February 24, 2021