ყოფილმა მწვრთნელმა აგუეროს მთავარი ნაკლი დაასახელა
მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა მწვრთნელმა, ხავიერ აგირემ, პრესასთან გუნდში ახალგაზრდა კუნ აგუეროს მოსვლის პერიოდი გაიხსენა და მის ნაკლზეც გაამახვილა ყურადღება.
“ეს ყველაფერი 14 წლის წინ ხდებოდა, როდესაც აგუერო სულ რაღაც 17 წლის იყო. პატარა ბიჭი დიდ ქალაქში. ევროპაში მისთვის ყველაფერი ახალი და განსხვავებული იყო.
აგუერო ძალიან ნიჭიერი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა მოედანზე, მაგრამ დაბალი იყო. კლუბმა კი მის ტრანსფერში 20 მილიონი ერვო გადაიხადა. კლუბს ვეუბნებოდი, რომ ის გაგებაში არ იყო ესპანური ფეხბურთის და არც ქალააქს იცნობდა. მას ყველაფერი ნულიდან უნდა დაეწყო.
ვთვლიდი, რომ საკმარისად კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და ის “ატლეტიკო B”-ში გავუშვი, სადაც ის თანატოლებთან ერთად ატარებდა წინასასეზონო მომზადებას.
შემდეგ კი მითხრეს, რომ ჟურნალისტები მომკლავდნენ, როდესაც გაიგებდნენ, რომ ის მეორე გუნდში თამაშობდა. ამიტომაც მასთან მუშაობა დავიწყეთ.
ბურთთან ერთად თამაშისას სერხიო აგუერო საუკეთესო იყო, თუმცა ბურთის გარეშე თამაშს ისე უყურებდა, როგორც ჩვეულებრივი ფანი.
მას ვუთხარით, რომ ბურთის გარეშე ყოფნის დროსაც უნდა დაგვხმარებოდა. ბურთს როდესაც დაკარგავდა, მის დაბრუნებაზე უნდა ეზრუნა, მეტი უნდა ემოძრავა. მასთან ბევრს ვმუშაობდით ამ თემაზე,” – აცხადებს აგირე.