ყოველგვარი დაზვერვის გარეშე

თარიღი: მაისი 11, 2014

შესავლის მაგივრად
ბავშვობაში ასეთი წიგნი მქონდა: “დიდი ფეხბურთის მოედნებზე”, რომელშიც მოთხრობილი იყო ქართული ფეხბურთის (ძირითადად კი თბილისის “დინამოს) ისტორია მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან 50-იანების ბოლომდე. ინფორმაციულობის თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო წიგნი იყო, მაგრამ თითქმის ყველა თამაშის მიმოხილვა ასე იწყებოდა: “შეხვედრა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო”.

ზუსტად ასე დაიწყო საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალში გადასასვლელი შეხვედრა “ლელოსა” და “არმიას” შორის. ან რა დაზვერვა უნდა დასჭირვებოდათ, სულ რაღაც ორი კვირის წინ ითამაშეს ერთმანეთში (იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ეს ბიჭები სულაც ერთად არიან გაზრდილი) და ცხადი იყო, რომ ორივე გუნდი კარგად დამუშავებული საშინაო დავალებით გამოვიდა მოედანზე.
არმიელებმა გაშლილი თამაში არჩიეს და მიზანს მეორე წუთზევე მიაღწიეს, როცა ფრთაზე ჩათამაშებულ კომბინაციას და ტუჩაშვილის მძლავრ გარღვევას ყიასაშვილის ბოჭვამ ვერაფერი დააკლო და არმია 5:0 დაწინაურდა.
“ლელოს” აქცენტი, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მორკინალებზე ჰქონდა გადატანილი (“არმიასთან” ფორვარდებით ჭიდაობას გაბედვა უნდა!) და არც მას დაუგვიანდა შედეგი. არ ვიცი რა სჭირდა იმ დღეს არმიელთა შერკინებას, მაგრამ ჩვენებურ, გლეხურ ენაზე რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგემ ის უბრალოდ ათრია; თანაც, როგორც დანიშნულ შერკიბნებაში, ასევე მოლებში.
ასეთი ლელო დიდი ხანია არ მინახავს. ადრე ჩვენები (საქართველოს ნაკრები) უკეთებდნენ ხოლმე მსგავს ილეთს სუსტ მეტოქეებს. დააყენებდნენ მატარებელს მოედნის ცენტრში და მიათრევდნენ თხუთმეტივე მოწინააღმდეგეს საკუთარ ჩათვლის მოედანში. შაბათსაც იგივე მოხდა, მხოლოდ არმიის შერკინება ნამდვილად არაა სუსტი მეტოქე. ბაჩო კოლელიშვილმა ცენტრალურ ზონაში აუტი მოიგო, ბურთი მაშინვე მოლის ბოლოში გადააწოდა და წავიდა და წახრიგინდა… “ლელომ” ეს შეტევა მაყურებლის ჟივილ-ხივილის თანხლებით ლელოთი დაასრულა (ბოდიში ტავტოლოგიისთვის). თვით ადგილობრივმა დიქტორმაც (ნიაზ მამრიკიშვილმა) კი ვერ შიეკავა თავი და აღფრთოვანებით ჩასძახა მიკროფონში: “ნუ მკითხავთ ვინ გაიტანა, მაგრამ მაგარი ლელო კი იყოო” (ჭყოიძეს გაუტანია). საერთოდ, ნიაზის კომენტარები სადიქტორო კაბინიდან ცალკე ისტორიაა და თუნდაც მაგიტომ ღირს თამაშებზე სიარული.
გაგრძელდა მატჩი და ისევ “არმიის” ტაქტიკისკენ გადაიხარა სასწორი. ამ გუნდის შეტევები უფრო მწვავეც იყო და უფრო მძლავრიც. ცოტა ხანში ნიკო ჭავჭავაძის გუნდმა კიდევ ერთელ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში. რეგულარული ჩემპიონატის ლიდერმა გუნდმა აუტი ისე გაათამაშა, რომ დერეფნის შუაში ხვრელი შექმნა და იქ “არეკილი” თხილაიშვილი შეიყვანა. ამ ბიჭის გაჩერება მეტოქეებს ადგილიდან დაძრულისაც უჭირთ და სისწრაფეში მყოფს ხომ – ვერც კი წაეპოტინენ. ფლანკერმა ლელო დადო და კვლავ “სამხედროები” დაწინაურდნენ.
თხილაიშვილის ლელო მე-11 წუთზე გავიდა და ბოლო აღმოჩნდა ამ შეხვედრაში. ლოგიკურიც იყო – მთელი თამაში ხომ არ გაგრძელდებოდა ეს ლელოების წვიმა! (ეს მხოლოდ ორ ადგილას ხდება: ბავშვთა ფესტივალებზე და “სუპერ 15-ში”). არმია კვლავაც აგრძელებდა უპირატესობის ფლობას, თუმცა მთელი დარჩენილი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 3 ქულის აღება მოახერხა. “ლელომ” კი, ისევ და ისევ მორკინალების დომინირების წყალობით, რამდენიმე ხელსაყრელი ჯარიმა გამოიმუშავა და ქულებადაც აქცია. ყიასაშვილმა ოთხჯერ ზუსტად დაარტყა.
“არმიის” შეტევებმა მეორე ტაიმში სიმწვავეც დაკარგეს. ლელოელებმა კი დაცვაში შეცდომებს უკლეს, საქმე 19:13 გამარჯვებამდე მშვიდად და ფაცი-ფუცის გარეშე მიიყვანეს და ფინალში პირდაპირი გზით გავიდნენ. “არმიას” საამისოდ შორი გზის მოვლა მოუწევს.

loko

ეს შემოვლითი გზა “ლოკომოტივზე” გადის. რკინიგზელები “ყოჩებს” შეხვდნენ და დამაჯერებლად მოუგეს. თემურ ბენდიაშვილს, როგორც ჩანს, უყვარს თავის გუნდის ერთი მოთამაშის გარშემო აწყობა: წლების მანძილზე ეს მოთამაშე ბობა კვინიხიძე იყო, ახლა კი ბექა წიკლაურია, რომელიც კარშიც ურტყამს, ლელოებიც გააქვს, კაპიტანიცაა და მამა და მარჩენალიც.
არც ეს შეხვედრა იყო გამონაკლისი. წიკლაურმა ჯერ ჯარიმა შეასრულა ზუსტად, შემდეგ კი ინგლისელები “ინდივიდუალ ბრილიანსს” რომ უწოდებენ ისეთი ლელო გაიტანა. ბურთი მეტოქის 22-ის მისადგომებთან ჩაუვარდა ხელში, სწრაფად დაიძრა ადგილიდან, დაცვის პირველ ეშელონს ბურთი ფეხით თავზე გდაავლო და თავადვე შეყვა. დანარჩენი ეშელონები სად იყვნენო – იკითხვთ თქვენ. ყველგან, მაგრამ არა იქ, სადაც საჭირო იყოთქო – გიპასუხებთ მე. წიკლაურმა ეს ბურთი ხელში ჩაიგდო და ძელებს შორის დაამიწა. შემდეგ გარდასახა კიდეც და თავისი გუნდი სოლიდურად დააწინაურა.
მერე ამას ჯარიმებიც მიაყოლა და ნელნელა ცხადი გახდა თუ ვინ გააგრძელებდა ტიტულისთვის ბრძოლას.
ცხადი იმიტომაც გახდა, რომ “ყოჩების” თამაში არ იძლეოდა საწინააღმდეგოს თქმის საშუალებას. ამ გუნდმა მეტოქეს თითქმის ვერაფერი ღირებული ვერ შესთავაზა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.
“ლოკომოტივი” კი მიღებულით არ დაკმაყოფილდა და შესვენების შემდეგ ისეთი ლელო გამოაცხო, რომ თავი ვაიკატოს სტადიონზე მეგონა. რა ცუდია, რომ მატჩების ტელეტრანსლირება არ ხდება, კავთიძის ლელოს რამდენიმე რაკურსით ნახვა ნამდვილად ღირდა.
ყოჩებმა, მატჩი 3 კინკილა ქულის ამარა რომ არ დაესრულებინათ, მეტი მონდომებით შეუტიეს და ტყეშელიაძემ მოწინააღმდეგის ბაზა აიღო. თუმცა აქვე ბოლნისელთა ჰუკერის ხიდეშელის თამაში უნდა აღინიშნოს, რომელმაც ეს შეტევა წამოიწყო, მარჯვენა ფრთაზე ფინტების კორიანტელი დააყენა (ესეც ნიაზის ფრაზაა) და დიდი მანძილი მოიგო.
მაგრამ ეს იყო “ყოჩების” რომანტიული გაბრძოლება, ცოტა ხანში წიკლაურმა საჯარიმოდან საკონტროლო გასროლა განახორციელა და ყველანაირი რომანტიკა მოკლა. “ლოკომოტივმა” 29:10 გაიმარჯვა.
მომდევნო შაბათს “არმია”-“ლოკომოტივი” გველის. ისეთი ამბავი იქნება – დედა შვილს არ აიყვანს.

ნიკა ჩალათაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი: “კვარაცხელია სიუპრიზია? განსაკუთრებული შემთხვევაა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლიმ” შეინარჩუნა ძველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდები მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიან

თუ “ვალენსიამ” ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ეს დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურება იქნება. მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისური მედია ჩელსიზე: “ვერსად ნახავთ იმას, რაც გუნდის გასახდელში ხდებოდა”

ინგლისური მედია პოტერის გათავისუფლების შემდეგ “ჩელსიში” არსებულ საინტერესო სიტუაციაზე წერს. “ჩელსიმ” სატრანსფერო ფანჯრის დროს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარის რეაქცია, როცა უთხრეს, რომ თამაში უწევდა (ვიდეო)

“რეალმა” “ვალიადოლიდი” 6-0 გაანადგურა. 65-ე წუთზე ანჩელოტიმ აზარი შემოიყვანა. ასეთი იყო ბელგიელის რეაქცია, როცა მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვიკინგები” სიგუას: “შენ ჩვენი მომავალი ხარ! გვაპატიე”

ქობულეთის “შუქურა” თბილისის “დინამოსთან” 95-ე წუთზე გაშვებული გოლით 1-2 დამარცხდა. “შუქურას” ფანებმა, “ვიკინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები რონალდოს სიმულაციის გამო აკრიტიკებენ (ვიდეო)

გუშინ პორტუგალიამ ლუქსემბურგი 6-0 გაანადგურა და რონალდომ დუბლი შეასრულა. როცა ანგარიში 4-0 იყო, რონალდო სიმულაციით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ამ ბიჭს ვერაფერი შეაჩერებს! 24 სანტიმეტრით მაღალი ვეგჰორსტიც არ შეიმჩნია (ვიდეო)

“ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი 2-2 დასრულა. ერთ-ერთ მომენტში 1.73მ-ის გავიმ 1.97მ-ის ვეგჰორსტს თავზე დუელიც მოუგო. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა ლორისს შეცვლის თუ დე ხეას?

“პირველი არხის” პოდკასტში გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ “ვალენსიაში” მამარდას მომავალზე და ინგლისური კლუბებიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქებაძე: “სამინისტრომ მილოცვა უკან წაიღო და Facebook-ზე პოსტი წაშალა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში, ელენე ქებაძე სპორტის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქებაძემ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯიუნტოლი რონალდოზე: “არავის ყიდვა არ გვჭირდება”

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ რონალდოს “ნაპოლიში” გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო “ნაპოლიში” წავა? კრიშტიანო მზად არის ხელფასი შეიმციროს

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, იანვარში “ნაპოლიში” გადავიდეს. როგორც გამოცემის წყარო იტყობინება, პორტუგალი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო კვლავ გაბრაზდა – მატჩის დასრულებამდე გასახდელში წავიდა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემი” დამაჯერებლად, 2-0 დაამარცხა. ტენ ჰააგს რონალდო მოედანზე არ გამოუყვანია და პორტუგალიელიც, რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგს დე ხეას შემცვლელად მამარდაშვილი მიაჩნია

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგაში ნაჩვენები შედეგების შემდგომ სატრანსფერო ფანჯარაზე განსაკუთრებით გააქტიურდა და მადრიდის “რეალიდა...
წაკითხვა