ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეები ცნობილნი არიან

თარიღი: იანვარი 24, 2014

25 იანვარს, რუსთავში გასამართი “ოლსტარის” მონაწილეები ცნობილნი არიან. სუპერლიგის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გუნდების სასტარტო ხუთეულები ცნობილი გახდა. დარჩენილი 7-7 მოთამაშე კი, დღეს მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ერთმანეთს სუპერლიგის ლიდერი მწვრთნელების, კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარიას გუნდები დაუპირისპირდებიან.

გამოკითხვის შედეგად, კალათბურთელებმა მტლიანობაში 28 700 ხმა მიიღეს. სასტარტო ხუთეულები ასე გამოიყურება:

ხოშტარიას გუნდი: გიორგი გამყრელიძე (დინამო), ჯოშუა ჯექსონი (სოხუმი), ბესიკ ლეჟავა (დინამო), ჯეიმი ჯექსონი (ბათუმი), სტევა მილოშევიჩ (დინამო).

ტუღუშის გუნდი: ლევან ცეკვავა (ქუთაისი), ზაურ ფაშაევი (ქუთაისი), გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), ანატოლი ბოისა (არმია), აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი).

გუნდების დანარჩენი წევრები მწვრთნელებმა თავიანთი გადაწყვეტილებით შეარჩიეს და დღეს სპორტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე მათი ვინაობაც გაამხილეს.

 

კოტე ტუღუში: ჩემი გუნდის ღირსებას დაიცავენ: რევაზ როგავა (შსს), მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი), ბექა ჩიკვილაძე (შსს), მერაბ ბოქოლიშვილი (შსს), ლევან ხმელიძე (რუსთავი), გიორგი ჯგერენაია (არმია) და დავით გუგავა (რუსთავი).

 მოთამაშეების შერჩვისას აქცენტი ძირითადად ახალგაზრდა კალათბურთელებზე გავაკეთე. ასევე სასიამოვნოა, რომ ჩემს გუნდში სამი რუსთაველი კალათბურთელი იქნება.  ვფიქრობ, სამი მეოთხედის განმავლობაში უფრო შოუს ელემენტებით დატვირთული სანახაობა იქნება, ხოლო მეოთე პერიოდში უკვე შედეგზე ვითამაშებთ. გვინდა, რომ მაქსიმალურად კარგი სანახაობ ვაჩვენოთ რუსთაველ გულშემატკივარს, რომელიც აუცილებლად გაავსებს ხვალ დარბაზს. ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს ასეთი აქციების რეგიონებში ჩატარებას.

ირაკლი ხოშტარია: ჩემს გუნდში ითამაშებენ: ირაკლი მიქელაძე (ოლიმპი), მიხეილ ჭოჭუა (დინამო), ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი), ჯერემი სეფოლდი (ბათუმი), ჯერემი საიმონსი (სოხუმი), ქიენ კარტერი (დინამო) და ვახტანგ ქადარია (სოხუმი).

ეს შვიდი მოთამაშე გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე ავირჩია, ვინაიდან “ოლსტარი” პირველ რიგში გულშემატკივარს ეკუთვნის. საკმაოდ საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ და იმედია მაყურებელი ნასიამოვნები დარჩება.
ძალიან კარგია, რომ ყველა ვარსკვლავის მატჩი სწორედ ამ დროს ტარდება. პლეი-ოფის წინ მთელი ყურადღება გადამწყვეტ მატჩებზე გვექნება მიმართული.
კარგია, რომ რეგიონებში ტარდება ასეთი აქციები, თუმცა იმედია სამომავლოდ იქ პირობებიც უკეთესი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი “ოლსტარი” რუსთავის საკალათბურთო დარბაზში 16:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თად მაკფადენი: “ევროპაში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, თად მაკფადენმა სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 2021 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა: “ძალიან მიხარია, რომ არ დავნებდით და ვიბრძოლეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სერბეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქართველომ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილმა “სეტონ ჰოლს” ბოლო წამზე მოაგებინა – ემოციური კომენ

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ზედიზედ ორ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ “ბატლერს” უმასპინძლა და მეტოქე 74:72 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სამქულიანების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში 3-ქულიანების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დევის ბერტანსმა, დევინ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჩატენვების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში ჩატენვების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აარონ გორდონმა, დერიკ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრების კანდიდატები და ახალი ასისტენტები დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდის შეკრება 16 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა (ფოტო, ვიდეო

“ბასკონიას” კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ლიგა ენდესას წლის საუკეთესო მოთა...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც Instagram-ში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ პირველი ადამიანი გახდა, რომლის გამომწერთა რაოდენობამ სოციალურ ქსელ Instagram-ში 200 [&...
წაკითხვა
კალათბურთი

ემოციური კადრები – “მილანმა” “ტორინოსთან” მატჩის წინ კობი ბრ

იტალიის თასის მეოთხედფინალში “მილანი” “სან სიროზე” “ტორინოს” უპირისპირდება. მატჩის დაწყების წინ, სტადიონზე შეკრები...
წაკითხვა
კალათბურთი

“ტიმბერვულვზის” უიგინსმა კობის ხსოვნას პატივი განსაკუთრებულად მიაგო (ვიდეო)

კობი ბრაიანტის, ჯანა ბრაიანტისა და კიდევ შვიდი მგზავრის ტრაგიკულ ავიაკატასტროფაში დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგაც კალათბურთელები […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანტეტოკუნმპო: “კობი არის მიზეზი, რის გამოც კალათბურთს ვთამაშობ”

“მილოუკ ბაკსის” ბერძენმა სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკუნმპომ, რომელსაც საკმაოდ ახლო ურთიერტობა ჰქონდა ავიაკატასტროფაში დაღუპულ კობი ბრაი...
წაკითხვა
კალათბურთი

ემოიცური კადრი “მამბას აკადემიიდან” (ფოტო)

კობი ბრაიანტს ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი. მათ შორის იყო თავისი ქალიშვილის გუნდის მომზადება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

Black Mamba – ალტერ ეგო, რომელიც კობი ბრაიანტმა თავის გადასარჩენად შექმნა

მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის, ტრაგიკულ გარდაცვალებას გლოვობს. კვირა საღამოს გავრცელებულმა ინფორმაციამ მთელი სამყარო შეძრა. […]...
წაკითხვა