“ყველანი სახლში!” — იტალიური პრესის დღევანდელი მიმოხილვა

თარიღი: ნოემბერი 14, 2017

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში იტალიამ შვედეთის ბარიერი ვერ დაძლია (0:1, 0:0) და მუნდიალის ფინალურ სტადიას 1958 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს. დღეს იტალიური პრესა ნაკრების მკვახე კრიტიკას არ მოერიდა.

“კორიერე დელო სპორტი”: “ყველა გავუშვათ!”
“მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა მესამედ დავრჩით: 1930, 1958, 2018. ვერც “სან სიროს” ეფექტმა გვიშველა. გუნდი ვენტურას გაუგებარი საკადრო არჩევანის გამო დაისაჯა. იტალიური ფეხბურთი კრიზისშია, მაგრამ არა ისეთში, როგორშიც შვედური. აქედან გამომდინარე, ბარიერი აუცილებლად უნდა დაგვეძლია. ეს ტრაგედია, სირცხვილი და დისკრედიტაციაა. როდესაც თვალებზე ცრემლები შეგვაშრება, ცივი გონებით დამნაშავეებს პასუხი უნდა ვაგებინოთ. ყველა გავუშვათ და მოვიყვანოთ ახალი ხალხი, ახალი იდეებით და რევოლუციური გარდაქმნებით”.

“ილ ტემპო”: “წადით სამუშაოდ”
გამოცემა იტალიის ნაკრებს წევრებს ურჩევს, რომ ფეხბურთი დატოვონ და ნაკლებად მძიმე სამუშაოთი დაკავდნენ. “ეს იყო აგონია, ერთიანი აზროვნების გარეშე. 90 წუთი შეტევაში უაზროდ დავხარჯეთ. მოახლოებულ კატასტროფას ხელი ვერავინ შეუშალა. ამ სირცხვილისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს: მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ, ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელებმა. იტალიურ ფეხბურთში ნულოვანი წელი დადგა”.

“ტუტოსპორტი”: “ყველანი სახლში!”
“მომხდარს ვერ ვიჯერებთ. რთულია იმის დაჯერება, რომ ჩვენი ტიტულოვანი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამ საღამოს შემდეგ ახალი რეალობის გააზრება აუცილებელია. ვენტურამ კონტეს ხასიათის გუნდი ჩაიბარა, რომელიც სრულ ქაოსში მოაქცია. 180 წუთის განმავლობაში უღიმღამო შვედეთის ნაკრებს გოლი ვერ გავუტანეთ. ამ ყველაფერს მსაჯის ქმედებებიც დაერთო, რომელსაც ოთხი პენალტი უნდა დაენიშნა. ბოლოს კი ბუფონის ცრემლები, ის იმსახურებდა მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს”.

“ლა გაძეტა დელო სპორტი”: დასასრული”
“კატასტროფა გამოცხადდა. ნულოვანი ფრე მწვრთნელის ფატალური გადაწყვეტილებების შედეგია. მოკრძალებული შვედეთის ნაკრები, მაგრამ კარგად გაჩერებული ავტობუსით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება. ვენტურა ორი წლის განმავლობაში უტოპიურ 4-4-2 სქემით მუშაობდა, რათა ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში სამი მცველით ეთამაშა”.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კორონავირუსის გამო იტალიის ჩემპიონატის მატჩები გადაიდო

იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კვირას დაგეგმილი ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯუზეპე კონტემ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერესი: “ბარსელონას” ყველაფერი მივეცი, მათ კი ოცნება უმიზეზოდ წამართვეს”

კატალონიური “ბარსელონას” ახალგაზრდა გარემარბი კარლეს პერესი, რომელიც ამ დროისთვის არენდის წესით “რომას” ღირსებას იცავს, “...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “ბარსა” დიდებული კლუბია, თუმცა ჩვენ საკუთარი კარტებით ვითამაშებთ”

სერია A-ს 25-ე ტურის მატჩში “ნაპოლიმ” ბრწყინვალე ქამ-ბექი შემოგვთავაზა გასვლაზე “ბრეშიასთნ”. შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს [...
წაკითხვა
ფეხბურთი

იმობილე: “ნეტავ, კლოპს ნამდვილ ჩიროსთან ემუშავა”

რამდენიმე დღის წინ იურგენ კლოპმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ იტალიაში “ლაციოს” გულშემატკივრობდა, სადაც “ლივერპულის” ყოფილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატალანტა” — “ვალენსია” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ბერგამოს “ატალანტასა” და “ვალენსიას” შორის “ჯუზეპე მეაცაზე” პირველი მატჩი გაიმართა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

რებიჩის გოლი “ტორინოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო rebic opens the score for milan… let's go. #miltor pic.twitter.com/ULh3WVeL2F — Kobe. (@WinItForKobe) […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დელ პიერო: “შესაძლოა, “იუვენტუსში” მუშაობა პეპის ბედისწერა იყოს”

“ბიანკონერის” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადებას ავრცელებს. ეს უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგიდან [...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიაში მწვრთნელი საკუთარი გუნდის მოთამაშისათვის ხელის დარტყმის გამო მოედნიდან გააძევეს (

16 თებერვალს, იტალიის სერია D-ში “გროსეტომ” საკუთარ მოედანზე “ნუოვა მონტეროსი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპმა იტალიის ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას იტალიის სერია A-ს მოგების მთავარ ფავორიტად არა […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კალიარიმ” სამ ფანს სიცოცხლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯა

იტალიის სერია A-ს მკვიდრი “კალიარი” საკმაოდ საინტერესო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც კლუბის სამ გულშემატკივარს სიცოცხლის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუფონი ჩინელ ფანს: “კორონავირუსი? ჯანდაბა, ვუჰანიდან ხარ?” (ვიდეო)

13 თებერვალს, იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ფრედ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუფონმა “სან სირო” დანიელ მალდინის მაისურთან ერთად დატოვა (ფოტო, ვიდეო)

13 თებერვალს, იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ფრედ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტე რებიჩმა “იუვენტუსს” გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Guess who? Rebic again 🔥 5 goals in 6 games. Well and truly […]...
წაკითხვა