WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (401266) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28210,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ყველაფერი ქალთა ფეხბურთზე: უსამართლო წესები, კოსმეტიკა, ორსულობა და ჰომოსექსუალობა

თარიღი: ივლისი 2, 2019

ფეხბურთის ასოციაცათა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ფიფას სახელით არის ცნობილი, საფეხბურთო წესების 2019 წელს განახლებულ ვერსიას გვთავაზობს. მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ წესები როგორც ქალთა ფეხბურთისთვის, ასევე კაცთა ფეხბურთისთვის თანასწორია.

წინა ვერსიებში აღნიშნული იყო, რომ მოცემული წესები, შესაძლოა, შეცვლილიყო, თუ საქმე ეხებოდა 16-წლამდელების, ქალი ფეხბურთელების, ვეტერანი ფეხბურთელების (35 +) და შშმ პირების თამაშისას. ახალ ვერსიაში კი ქალთა ფეხბურთი ამ ჩამონათვალიდან ამოღებულია და გაიგივებულია კაცთა ფეხბურთთან.

ბუნებრივია, რომ კითხვები ქალთა ფეხბურთის წესების უსამართლობასთან დაკავშირებით არაერთხელ დასმულა. გაზაფხულზე “ჩელსის” ქალთა გუნდის დამრიგებელმა, ემა ჰეისმა, განაცხადა: “ქალთ ფეხბურთში ბევრს ვაკრიტიკებთ მეკარეებს, მაგრამ გვავიწყდება, რომ კარების ზომა ქალებისთვის ცოტათი დიდია. ეს რომ ჩვენ ფიზიკურ კონდინციებს უფრო შეესაბამებოდეს, მაშინ უფრო მეტს ვილაპარაკებდით დიდებულ ქალ მეკარეებზე.

Image

ნაცვლად იმისა, რომ სრული მექანიკური კოპირება მოვახდინოთ კაცთა ფეხბურთის წესებისაა, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ფიზიკური კონდიციები და ქალთა ფეხბურთის მიდგომები და შემდეგ მოვახდინოთ წესების ადაპტირება.” (მეკარეების პრობლემაზე სრულად შემდეგში მოგახსენებთ).

სათამაშო ბურთის ზომები და წონა მხოლოდ ფეხბურთელების ასაკით განისაზღვრება. 11-წლამდელი გუნდები პატარა ბურთით თამაშობენ, რომელიც 340 გრამს იწონის, 11-13 წლის ბავშვების ბურთი 400 გრამს იწონის, ხოლო 14+ წლის ფეხბურთელები (ქალებიც და მამაკაცებიც) 5 ნომერ ბურთს იყენებენ, რომელიც სტანდარტულად 450 გრამს იწონის.

რომელ ტაქტიკას ანიჭებენ უპირატესობას? საჯარიმოს გარედან უფრო მეტი გოლი გადის თუ საჯარიმოდან? მოკლე პასების სქემები? ქალებიც ფინტაობენ?

“უმეტესად 4-4-2 ან 4-2-3-1 ტაქტიკას ვიყენებთ. ქალთა ფეხბურთში უფრო მეტად მცველები სცდებიან, აქიდან გამომდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხშირად ვხედავთ, თუ როგორ რჩება სივრცეები დაცვის ხაზში, თამაშგარის ზღვარზე მიდის თამაში. ბუნებრივია, რომ გუნდები ამ ყველაფრის ფონზე ცდილობენ სწრაფი შეტევის ხარჯზე გავიდნენ ფონს. გოლებიც საჯარიმოდან უფრო მეტი გადის, ვიდრე მის საზღვრებს გარედან.

რაც შეეხება ფინტებს, რასაკვირველია, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზეც გვქონდა რამდენიმე ლამაზი მომენტი. მაგალითისთვის, კამერუნისა და ბრაზილიის ნაკრებებში არის რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც ძალიან უყვარს ფინტაობა. პროცენტულად რომ შევაფასოთ, ფინტებს დაახლოებით იგივე სიხშირით იყენებენ ქალთა ფეხბურთში, როგორც ამას კაცთა ფეხბურთში აკეთებენ. ფაქტია, რომ კაცებშიც ცოტაა ისეთი მოთამაშე, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის დემონსტრირებას ცდილობს მოედანზე,” – აცხადებს ელენა ფომინა.

შესაძლებელია გრძელი ფრჩხილებითა და მანიკურებით თამაში? არის რაიმე შეზღუდვა ფორმების მხრივ (მაგალითად, შესაძლებელია ბიუსჰალტერის გარეშე თამაში) ?

ოფიციალური წესების თანახმად, ქალთა ფეხბურთში ფორმების მხრივ მნიშვნელოვანი შეზღუდვები არ არსებობს. თუმცა სპორტული ეკიპირების კომპანიები ამჯობინებენ, რომ მაისურები უფრო მჭიდროდ იყოს მიკრული ტანზე, ხოლო შორტები კაცების ფორმებისგან განსხვავებით უფრო მოკლეა.

რაც შეეხება ბიუსჰალტერებს, შეზღუდვა არც აქ არის. ქალებს შეუძლიათ, სურვილისამებრ, მათ გარეშე ითამაშონ, თუმცა ამას ძალიან მცირე ნაწილი აკეთებს. მათ ურჩევნიათ სპორტული ბიუსჰალტერები გამოიყენონ, რის ხარჯზეც კომპანიები მილიარდებს შოულობენ.

სამაგიეროდ აკრძალულია ყველანაირი საიუველირო ნაკეთობების ტარება, არც მცირე თმის შესაკრავის, არანაირი ბეჭედი ან საყურე. ამ ყოველივეს ძალიან მკაცრად აკონტროლებენ.

Image

ღია ფერის მანიკურის გაკეთება აკრძალული ნამდვილად არ არის, თუმცა ფრჩხილების სიგრძეს მკაცრად აკონტროლებენ, რადგანაც, შესაძლოა, შემთხვევით ვინმე დასახიჩრდეს.

“ერთხელ, როდესაც ყაზახეთის ნაკრებს ვეთამაშებოდით, მსაჯმა ჩათვალა, რომ გრძელი ფრჩხილები მქონდა და იძულებული ვიყავი, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დამეჭრა,” – ვციტირებთ ერთ-ერთი ფეხბურთელის სიტყვებს.

რატომ არ აქვთ ქალ მეკარეებს ცხრიანში წასული ბურთის აღების შანსი?

დიდი დრო არ გასულა, რაც მსოფლიო ფეხბურთში ქალი მეკარეების განსაკუთრებული გზით მომზადების პრაქტიკა ინერგება. “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე, შივონ ჩემბერლენი, აღიარებს, რომ ახლახან დაიწყო განცალკავებით პირად მწვრთნელთან მუშაობა ინგლისის ნაკრებში გატარებული 12 წლის მანძილზე.

სელექციისას სპეციალისტები ცდილობენ, 175-178 სმ. სიმაღლის მქონე მეკარეების არჩევას. მეკარე მოედნის ფეხბურთელებზე მაღალი უნდა იყოს. მთავარი პრობლემა მაინც რეაქციის დროა – ფაქტია, რომ ქალები უფრო ნელა რეაგირებენ. თუმცა არის რამდენიმე ქალი მეკარე, რომელიც ბევრ კაცს არ დაუდებდა ტოლს ამ პოზიციაზე.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეკარეთა საშუალო სიმაღლე 174 სანტიმეტრია. ინგლისის ნაკრების მეკარე კარენ ბარდსლი კი 182 სმ. სიმაღლის გახლავთ.

როგორ გვარდება ორსულობის პრობლემა ქალთა ფეხბურთში?

წარმოგიდგენიათ, რამდენად დიდი ტრაგედიაა კლუბისთვის იმის გაანალიზება, რომ მისი ლიდერი ორსულადაა? ეს შეიძლება ცხრათვიან ტრავმასთანაც კი გაიგივდეს. თუმცა ამ პრობლემას ყველა კლუბი თავისებურ გამოსავალს უძებნის.

ბუნებრივია, რომ ქალთა ფეხბურთის ვარსკვლავთა უმეტესობა ამჯობინებს, რომ ბავშვი კარიერის დასრულებამდე არ გააჩინოს, რადგანაც ეს ყოველივე მათ კარიერას დიდ დაღს დაასვამს. თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ ფეხბურთელები შვებულებას იღებენ და შვილის გაჩენიდან მოკლე პერიოდში უბრუნდებიან მოედანზე. თუმცა ეს ყველაფერი კონტრაქტში უნდა იყოს გაწერილი.

მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთელ სიდნი ლერუს “ორლანდო პრაიდის” პრე-სეზონში მონაწილეობის მიღება მოუწია იმის მიუხედავად, რომ თითქმის 6 თვის ორსული იყო.

ჰომოსექსუალობა ქალთა ფეხბურთში

წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 36 ჰომოსექსუალი იღებდა მონაწილეობას – 34 ფეხბურთელი, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მწვრთნელი ჯილ ელისი და შვედეთის დამხმარე მწვრთნელი პია სუნდჰაგი.

მამაკაცთა ფეხბურთთან განსხვავება ნათელია. გეი ფეხბურთელთა უმეტესობამ კარიერის დასრულების შემდეგ განაცხადა თავისი ორიენტაციის შესახებ. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეს აღიარა ჯასტინ ფაშანი გახლდათ (1990).

რადიკალური სხვაობა სატრანსფერო ფასებში

ქალთა ფეხბურთში ფეხბურთელების შეძენა გაცილებით უფრო იაფი ჯდება. ფიფას ცნობით, 2018 წელს კლუბებმა ტრანსფერებში საერთო ჯამში 417 ათასი ევრო დახარჯეს.

• ტრანსფერების მხოლოდ 3.3 პროცენტში გახდა საჭირო თანხის ტრანზაქცია კლუბებს შორის.
• გოგონების 94.5 პროცენტი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
• ყველაზე მეტი ტრანსფერი კოლუმბიურმა კლუბებმა განახორციელეს (69), შემდეგ ამერიკული (63) და სვედური (52) კლუბები მოდიან.

ბონუსი – საუკეთესო ფოტო 2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატიდან



მსგავსი სიახლეები