“ყველაზე დიდი უპატივცემულობა” – ლიეტუვის 7-კაცა ნაკრებს თბილისის აეროპორტში არავინ დახვდა
ლიეტუვის 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები თბილისში საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ ჩამოვიდა, მაგრამ დაგეგმილი ექვსივე შეხვედრა გაუქმდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ქართველ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ძალიან უცნაურია, მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირმა ქართველი მორაგბეების ინფიცირების თაობაზე ლიეუტუველებს ჩამოსვლამდე არ აცნობა. ტვ პირველის ცნობით, საქართველოს რაგბის კავშირიდან ლიეტუველებს აეროპორტში არავინ დახვდა და ლიეტუვის დელეგაცია არც მაშინ მოიკითხეს, როცა ისინი სასტუმროში დაბინავდნენ.
ლიეტუვის რაგბის ფედერაციის წარმომადგენელი:
“როცა ჩამოვფრინდით, არავინ დაგვხვდა. თქვეს, რომ პრობლემები ჰქონდათ გუნდში და ვერ დაგვეხმარებოდნენ. მეტი არაფერი უთქვამთ, სულ ეს იყო. არ მინდა, რომ კიდევ ბევრი ცუდი რამ ვთქვა, მაგრამ ეს ძალიან უცნაური იყო და გაკვირვებული დავრჩი. ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ მომავალში ვითანამშრომლებთ. ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემულობა როგორც ლიეტუვის რაგბის კავშირისათვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ საქართველოში ჩამოვედით და ერთი პირიც კი არ გამოგვიყვეს, ვინც დაგვხვდებოდა. მადლობას ვუხდით კლუბებს, რომლებიც თავისი ინიციატივით დაგვეხმარნენ.”
ლიეტუვის 7-კაცა ნაკრების წინააღმდეგ თამაშის სურვილი სამმა ქართულმა კლუბმა – “ლოკომოტივმა”, “იუნკერებმა” და “სამხატვრო აკადემიამ” გამოთქვა.
ჯერ-ჯერობით საქართველოს რაგბის კავშირს ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.