“ყველაზე დიდი უსამართლობა ნიდერლანდური სპორტის ისტორიაში”
ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში მოთამაშე “კამბურის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰენკ დე იონგმა, ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
როგორც იცით, ერედივიზიონის მიმდინარე გათამაშება ოფიციალურად ჩაიშალა. ერედივიზიონს არც ჩემპიონი ეყოლება და არც დაქვეითებული კლუბები – შესაბამისად სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი კამბურიც ვერ აღზევდება ქვეყნის უმაღლეს ლიგაში.
“ეს ყველაზე დიდი უსამართლობაა ნიდერლანდური სპორტის ისტორიაში. ყოველთვის ვცდილობ, რომ ადამიანებსა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დადებითი დავინახო, მაგრამ ის, რაც მათ გააკეთეს, სპორტის უპატივცემულობაა.
უეფა ჩვენ მხარეს იყო, ისევე როგორც კლუბები. 11-ქულიანი ჰანდიკაპი გვქონდა. ასე რომ, არ ვიცი რატომ გააკეთეს ამგვარად. უეფა სამართლიან გადაწყვეტილებებს ითხოვდა, ეს კი ასეთი ნამდვილად არაა,” – აცხადებს ჰენკ დე იონგი.