ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის მქონე გუნდთა ოცეული
უეფამ წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ ევროპულ გუნდთა სატრანსფერო ღირებულება გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა მადრიდის “რეალს” ჰყავს. “სამეფო კლუბის” ფეხბურთელთა საერთო სატრანსფერო ღირებულება 721 მილიონ ევროს უტოლდება.
კლუბების შემადგენლობათა სატრანსფერო ღირებულებით ტოპოცეული ასე გამოიყურება:
1. “რეალი” – 721 მლნ ევრო
2. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 613 მლნ ევრო
3. “ჩელსი” – 537 მლნ ევრო
4. “მანჩესტერ სიტი” – 535 მლნ ევრო
5. “პარი სენ-ჟერმენი” – 437 მლნ ევრო
6. “არსენალი” – 428 მლნ ევრო
7. “ლივერპული” – 412 მლნ ევრო
8. “ბარსელონა” – 401 მლნ ევრო
9. “ბაიერნი” – 322 მლნ ევრო
10. “იუვენტუსი” – 312 მლნ ევრო
11. “ტოტენჰემი” – 273 მლნ ევრო
12. “ინტერი” – 268 მლნ ევრო
13. “მილანი” – 248 მლნ ევრო
14. “ნაპოლი” – 202 მლნ ევრო
15. “რომა” – 190 მლნ ევრო
16. “მონაკო” – 188 მლნ ევრო
17. “საუთჰემპტონი” – 176 მლნ ევრო
18. “ზენიტი” – 175 მლნ ევრო
19. “დორტმუნდი” – 168 მლნ ევრო
20. “სანდერლენდი” – 164 მლნ ევრო