ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერები ფეხბურთის ისტორიაში
Fanebi.com წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
ტონი კროოსი – მიუნხენის “ბაიერნმა” როსტოკის “ჰანზას” ფეხბურთელში 2,3 მილიონი ევრო გადაუხადა. ტრანსფერი ძალიან წარმატებული გამოდგა.
ლორენცო ტასი – “ბრეშიამ” “ინტერისგან” ახალგაზრდა მოთამაშეში 2,4 მილიონი ევრო მიიღო. ამჟამად 20 წლის მოთამაშე იჯარის წესით “პრატოში” ასპარეზობს.
ჩარლი მუსონდა – “ანდერლეხტმა” 16 წლის მუსონდა ლონდონურ “ჩელსიში” 2,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა.
მარტინ ედეგორი – მადრიდის “რეალმა” ნორვეგიელი ვუნდერკინდი ცოტა ხნის წინ 2,8 მილიონ ევროდ, “სტრემსგოდსეტიდან” შეიძინა.
კარლოს ველა – ლონდონის “არსენალმა” “გვადალახარას” 3 მილიონი ევრო გადაუხადა. მექსიკელმა ინგლისში დამკვირდება ვერ შეძლო და უკვე ოთხი წელია წარმატებით იცავს “რეალ სოსიედადის” ღირსებას.
ჯემენ პენანტი – კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელშიც “მეთოფეებმა” 3 მილიონი გადაიხადეს. პერსპექტიული მოთამაშისგან უკეთეს კარიერას ელოდნენ. ამჟამად 32 წლის მოთამაშე “მილვოლში” ისინჯება.
ფრან მერიდა – “ბარსელონადან” 3,2 მილიონად ნაყიდმა ფეხბურთელმა “არსენალის” იმედები ვერ გაამართლა. ამჟამად ის 24 წლის არის და ესპანეთის მესამე დივიზიონში თამაშობს…
სესკ ფაბრეგასი – ანალოგიური ტრანსფერი მოთამასის ასაკისა და სატრანსფერო თანხის ოდენობის მხრივ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ “ბარსელონადან” “არსენალში” გადასული სესკ ფაბრეგაში გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა, შემდეგ კი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.
ანდერსონი – “პორტომ” ბრაზილიურ “გრემიოს” ნიჭიერ ნახევარმცველში 5 მილიონი გადაუხადა, შემდეგ კი ის “მანჩესტერში” 31.5 მილიონად გაყიდა.
სლობოდან რაიკოვიჩი – “ჩელსიმ” ბელგრადის ოფკ-ს ნიჭიერ მცველში 5,2 მილიონი გადაუხადა, თუმცა სერბ უკანახაზელს ლონდონურ კლუბში ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია. ამჟამად ის 26 წლის არის და “ჰამბურგის” ღირსებას იცავს.
თეო უოლკოტი – “საუთჰემპტონიდან” “არსენალში” პერსპექტიული ვინგერი 10,5 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. ლონდონურ კლუბში ის ახლაც მნიშვნელოვანი ფიგურაა.