WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (256359) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ყველაზე ერთგული მერსისაიდელი

თარიღი: ივნისი 5, 2015

“ლივერპულის” ლეგენდად ქცეულ სტივენ ჯერარდს რამდენიმე დღის წინ იუბილე ჰქონდა. სტივი 35 წლის გახდა. მერსისაიდული კლუბი მომდევნო სეზონიდან არსებობას მის გარეშე გააგრძელებს. ჩვენ კი ჯერარდის კარიერის მთავარ მიღწევებს გავიხსენებთ.

 

მოიგო ჩემპიონთა ლიგა

სტამბოლის ლეგენდარული ფინალი და წარმოუდგენელი გამარჯვება. მეორე ტაიმში “ლივერპული” საოცრად მოტივირებული გამოვიდა მოედნაზე და 0:3-დან ანგარიშის გათანაბრება სწორედ ჯერარდის გოლით დაიწყო. 2:3-ზე კი კაპიტანმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ხაბი ალონსომ გოლად აქცია. სტივის 11-მეტრიანი არც მატჩის შემდგომ სერიაში შეუსრულებია, თუმცა “ლივერპული” სხვა მოთამაშეებმა ამ საპასუხისმგებლო მისიას თავი კარგად გაართვეს.

სტივენ ჯერარდი კი დიდიე დეშამის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვა.

 

რეკორდსმენი

2006 წელს სტივენ ჯერარდი გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისური კლუბის რიგებში ყველა სათასო ფინალში შეძლო გოლის გატანა. თავისი სერია სტივი ჯიმ 2001 წელს “ალავესთან” მოგებულ უეფას თასის ფინალში დაიწყო. ორ წელიწადში სტივიმ ლიგის თასის ფინალში “მანჩესტერის” კარი დალაშქრა. მოგვიანებით იყო ჩემპიონთა ლიგის ცნობილი ფინალი, ხოლო 2006-ში ინგილისის თასის ფინალში ჯერარდმა “ვესტ ჰემს” გაუტანა.

 

გახდა ნაკრების კაპიტანი

ეროვნულ ნაკრებშიც ჯერარდს ძალიან აფასებდნენ. ქვეყნის მთავარ გუნდში მისი დებიუტი 2000 წელს, კევინ კიგანის მწვრთნელობის დროს შედგა. ამავე წელს სტივენმა პირველი დიდი ტურნირი ითამაშა, თუმცა ჰოლანდიასა და ბელგიაში გამართულ ევროზე ინგლისელებმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს.

ჯერარდი საუკეთესო სანაკრებო პერიოდი 2006 წლის მუნდიალი იყო. ხსენებულ ტურნირზე ინგლისელები კვლავ საპრიზო ადგილების გარეშე დარჩნენ, თუმცა სტივენი 5 გოლით იმ ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი იყო.

2010 წლის მუნდიალს რიო ფერდინანდი ტრავმირებული შეხვდა, ჯონ ტერი კი სკანდალში გაეხვა, რის გამოც ჯერარდი ტურნირზე კაპიტნის რანგში გაემგზავრა. თუმცა, ნაკრებმა ის ჩემპიონატი ჩააგდო, ჯერარდმა კი მხოლოდ აშშ-სთან შეხვედრაში ითამაშა მისთვის დამახასიათებელ დონეზე.

 

დროულად წავიდა

ჯერარდი დროულად მიხვდა, რომ მისი შესაძლებლობები უკვე გუნდის ამბიციებს ვერ აკმაყოფილებდა. “ლივერპულის” შემადგენლობაში რვიანის მოვალეობები ჯორდან ჰენდერსონმა და ფელიპე კოუტინიომ გაინაწილეს, თავად სტივენის მოედანზე გამოსვლა კი უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და გუნდის საბრძოლო განწყობაზე თუ ახდენდა გავლენას. მან სწორად განსაზღვრა პრირიტეტები და წასვლის შესახებ განცხადება დროულად გააკეთა.

საწყენი მხოლოდ ის არის, რომ სტივი ტიტულით ან ლამაზი გამარჯვებით მაინც ვერ დაემშვიდობა მშობლიურ გუნდს.

 

გახდა ერთგულების მაგალითი

ჯერარდმა “ლივერპულს” 17 წელი მიუძღვნა და უამრავ სარფიან წინადადებაზე თქვა უარი. სტივენი ერთგულების ნამდვილი მაგალითია, რასაც უშუალო კონკურენტების ქომაგებიც აფასებენ. “ჩელსისთან” შეხვედრის შემდეგ ლონდონურმა პუბლიკამ სტივი ჯი აპლოდისმენებით გააცილა.

ჯერარდი “ლივერპულის” სიმბოლოდ და მამოძრავებელ ძალად იქცა. მის გარეშე წითლების წარმოადგენა ძალიან რთული იქნება.



მსგავსი სიახლეები