ყველაზე გავლენიან სპორტულ ბრენდთა სია

თარიღი: ნოემბერი 12, 2013

ბრენდინგის სპეციალისტებმა ყველაზე გავლენიან სპორტულ სავაჭრო მარკათა რეიტინგი შეადგინეს, რომელსაც 2012 წლის ლონდონის ოლიმიური თამაშების ბრენდი უდგას სათავეში.

„ინდეპენდენტის“ ცნობით, მეორე პოზიცია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრენდმა დაიკავა. ასე რომ, პლანეტის ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო სავაჭრო ნიშანი სწორედ „წითელ ეშმაკებს“ ეკუთვნით.

სიის მესამე ადგილი ინგლისის სარაგბო ნაკრების გერბმა მიიღო, მეოთხეზე საჩოგბურთო ტურნირ უმბლდონის ემბლემა გავიდა. მეხუთე პოზიცია ერგო ინგლისის საფეხბურთო კლუბ „ლივერპულს“, მეექვსე – კატალონიის „ბარსელონას“.

ექსპერტების აზრით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ პოზიციაზე გასვლა კომერციული ეფექტით არის გამოწვეული, რისი მეტი წილიც სარეკლამო და სასპონსორო შეთანხმებებზე მოდის. კლუბი თანამშრომლობს ისეთ ფირმებთან, როგორებიცაა: Bwin, Toshiba Medical Systems, Santander, MBNA და Fuji TV. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა „ჯენერალ მოტორსთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. მაგალითად, ამ სამრეწველო გიგანტმა 357 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადა იმისთვის, რომ კლუბის ფორმაზე გაჩენილიყო Chevrolet-ის ემბლემა.

რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, ის აღნიშნულ რეიტინგში არ იქნა გათვალისწინებული.

სიის ზედა ათეულის ხილვა აქვე შეგიძლიათ.

 N ორგანიზაცია: სახეობა:  სავაჭრო ნიშანი: 
 1.  2012 წლის ლონდონის ოლიმპიადა  ოლიმპიური თამაშები  
 2.  „მანჩესტერ იუნაიტედი“  ფეხბურთი  
 3.  ინგლისის სარაგბო ნაკრები  რაგბი   
 4.  უილმბლდონი  ჩოგბურთი  
 5.  „ლივერპული“  ფეხბურთი  
 6.  „ბარსელონა“  ფეხბურთი  
 7.  ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია  კალათბურთი  
 8.  „ჩელსი“  ფეხბურთი  
 9.  ტურ დე ფრანსი   ველორბოლა  
 10.  „არსენალი“  ფეხბურთი  

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები