ყველაზე მაღალანაზღაურებადი ყოფილი სპორტსმენები
ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” იმ ყოფილი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტს თანხას გამოიმუშავებენ.
“ფორბსის” კვლევის შედეგები ასეთია:
1. მაიკლ ჯორდანი, კალათბურთი (კარიერა დაასრულა 2003 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 110 მილიონი დოლარი
2. დევიდ ბექჰემი, ფეხბურთი (კარიერა დაასრულა 2013 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 65 მილიონი დოლარი
3. არნოლდ პალმერი, გოლფი (კარიერა დაასრულა 2006 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 40 მილიონი დოლარი
4. ჯუნიორ ბრიჯმანი, კალათბურთი (კარიერა დაასრულა 1987 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 32 მილიონი დოლარი
5. ჯერი რიჩარდსონი, ამერიკული ფეხბურთი (კარიერა დაასრულა 1960 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 30 მილიონი დოლარი
6. ჯეკ ნიკლაუსი, გოლფი (კარიერა დაასრულა 2005 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 26 მილიონი დოლარი
7. შაკილ ონილი, კალათბურთი (კარიერა დაასრულა 2011 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 22 მილიონი დოლარი
8. როჯერ პენსკე, ავტოსპორტი (კარიერა დაასრულა 1965 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 20 მილიონი დოლარი
9. გარი პლეიერი, გოლფი (კარიერა დაასრულა 2009 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 19 მილიონი დოლარი
10. მეჯიკ ჯონსონი, კალათბურთი (კარიერა დაასრულა 1996 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 18 მილიონი დოლარი
11. მაიკლ სტრეჰემი, ამერიკული ფეხბურთი (კარიერა დაასრულა 2007 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 17 მილიონი დოლარი
12. გრეგ ნორმანი, გოლფი (კარიერა დაასრულა 2012 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 15 მილიონი დოლარი
13. პელე, ფეხბურთი (კარიერა დაასრულა 1977 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 14 მილიონი დოლარი
14. ლი ნა, ჩოგბურთი (კარიერა დაასრულა 2014 წელს)
შემოსავალი 2015 წელს: 14 მილიონი დოლარი.