ყველაზე უცნაური მცველი ფეხბურთის ისტორიაში
29 მარტს, ესპანეთის რანგით მეოთხე დივიზიონში “კუარტე ინდუსტრიალმა” საკუთარ მოედანზე “ტერუელი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას, კამერებმა “კუარტე ინდუსტრიალის” მცველი დანიელ ნადალესი უცნაურ სიტუაციაში დააფიქსირეს. ნადალესი ძელზე აცოცდა და საკუთარი კარის დაცვა ასე გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ეს ყოველივე თამაშის წესის დარღვევაა, მაგრამ მსაჯს ეს ეპიზოდი გამოჩნდა.
“მეტოქე კუთხურს აწვდიდა. “ტერუელს” მაღალი ფეხბურთელები ჰყავდა, ამიტომ ერთადერთი გზა თავის დასაცავად ეს იყო”, – თქვა ნადალესმა.