ყველაზე უცნაური სტადიონების ტოპ-5
გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე უცნაური სტადიონების ხუთეულს
1. კოკოდრილოს სპორტ პარკი
ვენესუელაში მდებარი “კოკოდრილოს სპორტ პარკი” 2005-ში აშენდა და 3 ათას მაყურებელს იტევს. აღნიშნული არენა საფეხბურთო კლუბ “კარაკასის” საშინაო სტადიონია. ერთი მხრიდან ნაგებობას დიდი კლდე იცავს, ხოლო ტრიბუნებიდან ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე იშლება საკმაოდ ლამაზი ხედი.
2. გოსპინ დოლაცი
ხორვატული “იმოტსკის” საშინაო არენა ცნობილი “ბრაგას” სტადიონის მსგავსია. 4 ათას კაცზე გათვლილი ნაგებობა ფაქტობრივად კლდეებშია ჩაშენებული და ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო და საინტერესო სპორტულ მოედანს წარმოადგენს ევროპაში.
3. ჟანგიტო მალუსელი
ბრაზილიურ კურიტიბაში მდებარე პატარა სტადიონი მას მერე გახდა ცნობილი, რაც მშენებლობის დროს ტრიბუნის აშენების ნაცვლად სკამები მცირე დამონტაჟება მოედანთან მდებარე მცირე გორაზე გადაწყვიტეს. აღნიშნული იდეა განსაკუთრებით ბუნების დამცველებმა მოიწონეს. სტადიონი 4200 მაყურებელს იტევს.
4. სკალა სთეიდიუმი
ფარერებზე მდებარე 2000 კაციანი სტადიონი საკმაოდ უჩვეულო ადგილზეა განლაგებული. საინტერესოა, რომ მატჩების დროს ზღვაში გადავარდნილ ბურთებს საგანგებოდ გამზადებული სანაპირო პატრულის ნავი აბრუნებს მოედანზე.
5. კრამირა
2005 წლამდე ამ 11 ათასიან არენაზე საშინაო შეხვედრებს ნორვეგიული “ოლესუნდი” მართავდა. ახლა კი, აღნიშნულ სტადიონზე ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრებები და ქალთა გუნდები ასპარეზობენ.