ყველაზე უცნაური ტრანსფერები
გთავაზობთ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უცნაურ ტრანსფერებს.
იან რაითი
“არსენალის” ერთ-ერთი ცოცხალი ლეგენდა. რაითმა ლონდონური კლუბის შემადგენლობაში 221 შეხვედრა ჩაატარა და 128 გოლი გაიტანა. “არსენალში” გადაბარგებამდე ფეხბურთელი სხვა ლონდონური კლუის, “კრისტალ პელასის” ღირსებას იცავდა, სადაც იანი ინგლისის სამოყვარულო ლიგიდან მოხვდა. კერძოდ, კლუბ “გრინვიჩ ბოროდან”. საინტერესოა, რომ “კრისტალ პელსამა” “გრინვიჩ ბოროს” ფეხბურთელის სანაცვლად გირების კომპლექტი გადასცა.
ჯულიანო გრაციოლი
იტალიური ფესვების მქონე ინგლისელმა ფეხბურთელმა საკუთარი სახელი ინგლისის თასის ისტორიაში 1998 წელს ჩაწერა, როდესაც საკუთარ გუნდს, რომელიც ინგლისის მეხუთე დივიზიონში ასპარეზობდა, 1/4 ფინალში გასვლის შანსი გაუჩინა. გრაციოლის “სტივენეიჯი” მრისხანე “ნიუკასლს” ხვდებოდა, ჩვენი ისტორიის გმირმა კი ანგარიში უკანასკნელ წუთზე გაათანაბრა, თუმცა განმეორებით შეხვედრაში “ნიუკასლმა” იოლად დაამარცხა მეტოქე, მაგრამ გრაციოლი პატარა ქალაქის გმირი გახდა. საინტერესოა, რომ თავის დროზე ფეხბურთელი “სტივენეიჯში” “პიტერბოროდან” სიმბოლურ თანხად გადავიდა, რომელიც ჩიფსების ორ შეკვრასა და შოკოლადის ღირებულებას უდრიდა.
ლივი ბაიჩეა და იონ რადუ
1998 წელს რუმინულმა კლუბმა “ჯუილმა”, ქალაქ პეტროსანიდან, ორი მოთამაშის გაყიდვა გადაწყვიტა. ბაიჩეიაში კლუბმა 10 ბურთი მიიღო, ხოლო იონ რადუში კი, “არადმა” ორი ტონა ხორცი “გადაიხადა”.
საინტერესოა, რომ საფეხბურთო კლუბ “ჯუილის” ხელმძღვანელობამ გაყიდული ხორციდან შემოსული თანხით, კლუბის დარჩენილი მოთამაშეების სახელფასო დავალიანება გაისტუმრა.
ჯონ ბარნსი
ბარნსი ინგლისში იამაკიდან გადავიდა და სამოყვარულო “სედბერი კორტის” შემადგენლობაში ასპარეზობდა. ერთ-ერთი თამაშის დროს, ფეხბურთელი “უოტფორდის” სკაუტებმა შეამჩნიას და გუნდების ხელმძღვანელებიც ტრანსფერზე მალევე შეთანხმდნენ. “ასტონ ვილამ” “სედბერის” სპორტული ეკიპირების კომპლექტი გადასცა.
კოლინს ჯონი
ამ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა 2002 წელს “ტვენტეში” 17 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე კი სამოყვარულო “დეს ნეივერდალში” ასპარეზობდა, საიდანაც “ტვენტემ” ჯონი ენციკლოპედიის სანაცვლოდ შეიძინა. აღსანიშნავია, რომ “დეს ნეივერდალის” ხელმძღვანელობამ წიგნები ადგილობრივ სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა.
ჰარი პალისტერი
“მანჩესტერ იუნაიტედიდან” ცნობილი პალისტერი საფეხბურთო კლუბ “მიდლსბრომ” თავის დროზე “ბილინგემ ტაუნიდან” შეიძინა. მცველის სანაცვლოდ ბილინგემმა ეკიპირება, ბურთები და კარის ბადეც კი მიიღო.
ერნი ბლენკინსოპი
19 წლის ერნი ბლენკინსოპი, რომელიც 1920-30-იან წლებში ინგლისის ნაკრებშიც ასპარეზობდა, “ჰალ სიტიმ” ძალიან იაფად იყიდა. ფეხბურთელის ტრანსფერი სულ რაღაც 100 გირვანქა და ერთი კასრი ლუდი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერმა ძალიან გაახარა ერნის ყოფილი თანაგუნდელები. კლუბის ხელმძღვანელობამ, ლუდი სწორედ მათ გადასცა საჩუქრად.
მარიუშ ჩიოარა
2006 წელს რუმინულმა “არადმა” (2 ტონა ხორცი, რომ გაიმეტა ფეხბურთელში) საკუთარი მცველი რუმინულ “რეგალში” გაუშვა და სანაცვლოდ 15 კილო სოსისი უნდა მიეღო. თუმცა, ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება თავად ფეხბურთელმა ჩაშალა, რომელმაც აღნიშნული ფაქტის გამო დაცინვები ვერ აიტანა და კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ფრანკო დი სანტო
გერმანული “ვერდერის” არგენტინელი ფორვარდი, რომელიც ადრე “ჩელსის”, “იუგანის” და “ბლექბერნის” შემადგენლობაში ასპარეზობდა კარიერას ჩილიურ “აუდაქს იტალიანოში” იწყებდა, რომელმაც ფრანკო ადგილობრივი სკოლის გუნდიდან 80 ქილა საღებავის სანაცვლოდ შეიძნა.