ქუთაისის “ტოპრედომ” თბილისის “დინამო” დაამარცხა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა!

თარიღი: ნოემბერი 2, 2016

დღეს დავით ყიფიანის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა თავიდან მათ არაფერი გამოსდიოდათ.

პირველი გამორჩეულ მომენტს მე-11 წუთზე ჰქონდა ადგილი, როცა “დინამოელთა” კარის მისადგომებთან “ტოპრედოს” მოთამაშე წააქციეს. გრიგოლ დოლიძემ საჯარიმოს ხაზიდან შეასრულა სტანდარტი, მან ცოცხალ კედელს ბურთი გადააცილა, თუმცა გატანა მაინც ვერ შესძლო – ბურთმა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ჩაუარა კარს.

მე-17 წუთზე დვალიშვილი შევიდა “ტოპედოს” საჯარიმოში, ბურთი კარის გასწვრივ შეაგდო, იგი ჭანტურიშვილს მიუვიდა, თუმცა კარიდან 3 მეტრში მდგომმა ფეხბურთელმა დარტყმა დააგვიანა.

“ვერ გაიტან, გაგიტანენ” – ზუტსად ორ წუთში სტუმართა მარჯვენა მცველმა, ვაჟა ტაბატაძემ შორეული, ძლიერი დარტყმით “დინამოს” კარი აიღო და ანგარიში გახსნა.

“დინამო” ბევრს ცდილობდა, თუმცა განსაკუთრებულის ვერაფრის შექმნას ახერხებდა.

30-ე წუთზე “დინამომ” სტანდარტული გაათამაშა, კომბინაცია კარგად ვერ დასრულდა და “ტორპედოს” საჯარმოში არეულობა შეიქმნა, საბოლოოდ ბურთი ჯაბა ჯიღაურს – კარიდან ზურგით მდგომს – მიუვიდა, მან ბურთი მკერდზე მიიღო და ძალიან ლამაზი “მაკრატელა” დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

სულ მალე ჭანტურიშვილი შეიჭრა საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან და დვალიშვილს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ბურთი კარს გადააცილა.

41-ე წუთზე კიტეიშვილს ჰქონდა მომენტი  – მას ბურთი ჭანტურიშვილმა დაუგდო, მე-13 ნომერმაც ძლიერად დაარტყა, თუმცა კვასხვაძეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა დარტყმული.

პირველი ტაიმი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

მეორე ნახევარში, 46-ე წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა საშინელი შეცდომა დაუშვა – მან მკერდით დაუგდო მაღლიდან ჩამოვარდნილი ბურთი მეკარეს, თუმცა ეს პასი ნამდვილად არ იყო ლოგიკური. რევიშვილზე ახლოს ბურთთან ქიმაძე იმყოფებოდა, რომელმაც “დინამოს” კაპიტნის შეცდომა გამოიყენა და “ტორპედო” წინ გაიყავანა.

62-ე წუთზე ჯიღაურს საჯარიმოში მიუვიდა ბურთი, მან დაბალი დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

ზუსტად ერთ წუთში თბილსელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც გრიგოლ დოლიძემ ისარგებლა და ზედიზედ მესამედ გაიყვანა “ტორპედო” წინ.

მე-80 წუთზე შელაპარაკების გამო ლადო დვალიშვილმა წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

მეტი განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა. საბოლოოდ, შეხვედრა “ტოპრედომ”, ანგარშით, 3-2 მოიგო და საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

შემადგენლობები

თბილისის “დინამო”: რევიშვილი, ლოჩოშვილი (მიქელთაძე 56 წთ.), ამისულაშვილი (C), ველევი, ცინცაძე, კიტეიშვილი, პარუნაშვილი (ზარია 59 წთ.), ჭანტურიშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი.

მთავარი მწვრთელი: ვიაჩესლავ გროზნი.

ქუთაისის “ტოპრედო”: კვასხვაძე, ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (კუჭუხიძე 62 წთ.), კაპანაძე (ნერგაძე 89 წთ.), დოლიძე (ბენაშვილი 86-ე წთ.), ტუღუში.

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

გოლები: ჯიღაური (30, 62 წთ.-ები). ტაბატაძე (19 წთ), ქიმაძე (46 წთ), დოლიძე (63 წთ).

გაფრთხილებები: კიტეიშვილი (74 წთ.), ქიმაძე (75 წთ.), ტაბატაძე (83 წთ.), ჭანტურიშივილი (83 წთ.).

გაძევება: ლადო დვალიშვილი (80 წთ.)

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ტომას ტუჰელი: “ნეიმარი ვერსად წავა, სანამ შემცვლელს არ მოვიყვანთ”

18 აგვისტოს ლიგა 1-ის მეორე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” მოულოდნელი მარცხი იწვნია “რენის” წინააღმდეგ (2-1). შეხვედრაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ლუისი: “არსენალს” შეუძლია რაღაც დიდისთვის იბრძოლოს”

ლონდონის “არსენალის” ახალწვეულმა, დავიდ ლუისმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “მეთოფეთა” შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ბრუინი აიმერიკს გამოექომაგა: “ლაპორტს ხელი უნდა მოეჭრა და მის გარეშე ეთამაშა?R

“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერი, კევინ დე ბრუინი, “ტოტენჰემთან” მატჩში ბოლო წუთებზე არჩათვლილ გოლს ეხმაურება. შეგახსენებთ, [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიბერის აგენტი: “რუსულ კლუბთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს”

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრის, ფრენკ რიბერის, აგენტი ჟან-პიერ ბერნე ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ბაიერნის” [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოაო ფელიშმა სადებიუტო მატჩში დაზიანება მიიღო

19 აგვისტოს მადრიდის “ატლეტიკომ” ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გახსნითი შეხვედრა ჩაატარა. სიმეონეს გუნდმა”ხეტაფესთან” მატჩში...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეშმა “სან პაულუში” დებიუტი გოლით აღნიშნა (ვიდეო)

18 აგვისტოს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სან პაულუმ” საკუთარ მოედანზე “სეარა” მიიღო. ამ მატჩში “სან პაულუს” რიგებში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცრემლებამდე მისული მოურინიო: “ფეხბურთი მენატრება”

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, აღიარებს, რომ ფეხბურთში დაბრუნება სურს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 აგვისტო

იკარდი “ნაპოლის” უახლოვდება მაურო იკარდი ჯერ კიდევ “ინტერის” ფეხბურთელია, მაგრამ ცნობილია, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრუიჩი: “ფილიპე კოუტინიო ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”

“ბარსელონაში” ფილიპე კოუტინიოს 18-თვიან პატიმრობას ბოლო მიუნხენის “ბაიერნმა” მოუღო. ბრაზილიელი ვარსკვლავის ბავარიაში გადაბარგე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობინ ვან პერსი “არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის მიზ

ზუსტად შვიდი წლის წინ რობინ ვან პერსი ყველასათვის გასაკვირად ლონდონის “არსენალიდან” “მანცესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა. დიდი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ეშლი კოულმა პროფესიული კარიერა დაასრულა. 38 წლის მოთამაშე სხვადასხვა წლებში ლონდონის “არსენალის”, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ფრანგმა ლიდერმა დატოვა

თბილისის “საბურთალო” ფრანგმა ლეგიონერმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. გონსალვეში სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა კლუბს. “მადლობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაულო დიბალას ულამაზესი გოლი ამხანაგურ შეხვედრაში (ვიდეო)

17 აგვისტოს, ტურინის “იუვენტუსმა” სერია C-ში მოასპარეზე “ტრიესტინასთან” ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?

ეროვნული ლიგის 2 გამორჩეული გუნდი, თბილისის “დინამო” და თბილისის “საბურთალო” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” ჯიღაურის დუბლით იმარჯვა, “რუსთავმ

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მე-2 დღის შეხვედრები მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ბათუმის “დინამომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო [&...
წაკითხვა