ქუთაისის “ტორპედო” ევროსარბიელზე ასპარეზს გამოეთიშა
30 აგვისტოს ბულგარეთის ქალაქ რაზგარდში ადგილობრივმა “ლუდოგორეცმა” ევროპა ლიგის ფლეი-ოფის განმეორებით მატჩში ქუთაისურ “ტორპედოს” უმასპინძლა. მატჩი, სამწუხაროდ, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა და ქართული კლუბი ევროპა ლიგიდანაც გავარდა.
მატჩი ქუთაისელებმა კარგად ვერ დაიწყეს, დაცვაში ორგანიზებულობა არ იგრძნობოდა, რაც ალბათ, გამოუცდელობის ბრალიც გახლდათ. ქართველთა არასახარბიელო თამაშით მალევე ისარგებლა “ლუდოგორეცმა” – შეხვედრის მეექვსე წუთზე კეშერუს გადაცემა გოლად ვურამ აქცია. გაშვებული გოლის შემდეგ ქუთაისლები უფრო აქტიურად ათამაშდნენ და ერთი ძალიან კარგი მომენტიც შექმნეს, თუმცა ლაჩნის თავური რენანმა აიღო. მატჩის 38-ე წუთზე “ტორპედოს” დაცვა კვლავ აირია და შედეგად კამპერანოს გოლი მივიღეთ.
მატჩის მეორე ნახევარი ისევ სუსტად დაიწყო ქართულმა კლუბმა. ერთადერთი, ვინც მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ, ჩვენი კარის დარაჯი, როინ კვასხვაძე იყო. “ლუდოგორეცი” ბურთს გვაძლევდა, თავად კი კონტრ-იერიშებს ელოდა. 59-ე და 62-ე წუთზე კვლავ მივეცით შანსი “ლუდოგორეცს” და რა თქმა უნდა, დანდობა არ მიგვიღია – ჯერ კამპერანომ გაიფორმა დუბლი, შემდეგ კი ვანდერსონმა გაიტანა თავისი გოლი.
ასე რომ, ქუთაისის “ტორპედო” ევროსარბიელზე ასპარეზს გამოეთიშა.