ქუთაისის „ტორპედო“ განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა 2015 წლის იანვრის თვეში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ხელფასის სახით მიიღო 20000 ლარი.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს კლუბის აღმასრულებელ დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე, რომელიც იმ პერიოდში კლუბის იურისტად მუშაობდა.
– ეს არის აბსურდული თემა რადგან ერთ პიროვნებაზე 20 000 ლარის ხელფასის სახით გაცემა სიმართლისგან ძალიან შორსაა. ინტერპრეტაცია ამ თანხის გადახდასთან დაკავშირებით არის დამახინჯებულად გამოყენებული. რადგან აღნიშნული ოდენობის ხელფასი არც ახლა და არც წინა პერიოდში არ ქონია კლუბთან კონტრაქტით დაკავშირებულ არც ერთ პიროვნებას.
საქმის არსი შემდეგშია, მაგალითისათვის შესაძლებელია რომელიმე ფეხბურთელს ქონდა და აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თვიური ხელფასი 4 000 ლარი. გადახდის ფორმა ამ შემთხვევაში შეიძლება ითვალისწინებდეს ავანსის სახით გარკვეული თანხის წინასწარ გაცემას. თუ მითითებულ თანხას ან მის მის ნაწილს ვთქვათ 2 000 ლარს წინასწარ გავცემთ 5 თვეზე გათვლით, გამოგვივა 10 000 ლარი, თუმცა ეს არ ნიშნავს , რომ ფეხბურთელის ხელფასი ამ რაოდენობის თანხას შეადგენს.
როგორც ხედავთ სიტუაცია საკმაოდ მარტივია, თუმცა მავანთ ამ უბრალო სიტუაციშიც კი სიბინძურის დანახვა უნდათ.
ბოლოს კი დავძენ, რომ ნეტავ კი იყოს იმის საშუალება და სათანადო დონის ფეხბურთელი, რომელსაც უფრო დიდ ხელფასს გადავუხდიდით ვიდრე ოცი ათასია, – აცხადებს ჩაკვეტაძე.