ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს სუპერთასის მფლობელია
დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელმა, ქუთაისის “ტორპედომ” სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასისთვის ბრძოლაში ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის “საბურთალო” 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე მერაბ გიგაურმა გაიტანა.
მთელი მატჩის განმავლობაში “ტორპედო” მეტოქეს აშკარად აღემატებოდა და მიგინეიშვილმა “საბურთალო” მრავალჯერ გადაარჩინა. კარგად გამოიყურებოდა მონტენეგროელი ახალწვეული ნიკოლა სტიეპოვიჩი და ბუდუ ზივზივაძე. “საბურთალოს” შეტევაში პრაქტიკულად არაფერი გამოსვლია.
“ტორპედო” “ლუდოგორეცთან” ევროპა ლიგის პლეი-ოფში მარცხის შემდეგ დაუმარცხებელია.
ტორპედო 1-0 საბურთალო
გოლი: გიგაური 70
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, აზაცკი, კობახიძე, სტიეპოვიჩი – გიგაური, ცინცაძე, ქავთარაძე, დოლიძე, ქიმაძე – ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
საბურთალო: მიგინეიშვილი – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხველიანი – ტერა, გორგიაშვილი, გი, დიასამიძე, გონსალვეში – კოხრეიძე
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი