ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა !
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი ქუთაისის “ტორპედომ” პენალტები სერიაში მოიგო.
შესანიშნავი პირველი ტაიმი და მე-2 ტაიმის დასაწყისი ჩაატარა მე-2 ლიგელმა “გაგრამ”, რომელიც 37-ე წუთზე სპანდერაშვილმა დააწინაურა, 49-ზე კი ხაბელაშვილმა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მოედანზე 54-ე წუთზე მილოშ ლაჩნი შემოვიდა, რომელმაც დუბლის შესრულება და თამაშის გადარჩენა კი 91-ე წუთზე შეძლო.
პენალტების სერიაში “ტორპედომ” ყველა პენალტი გაიტანა, “გაგრადან” კასრელიშვილმა და სულთანიშვილმა ვერ შეაგდეს და ქუთაისელებმა საქართველოს თასი ჩაიბარეს.
გაგრა 2-2 ტორპედო (2-4 პენალტების სერია)
გოლები: სპანდერაშვილი 37, ხაბელაშვილი 49 – ლაჩნი 74/91
გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი, სამხარაძე (ივანიაძე 110), გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი (კასრელიშვილი 81), ხაბელაშვილი (ლომსაძე 87), გაფრინდაშვილი, კაკიაშვილი, სპანდერაშვილი (მათიაშვილი 65), კილაძე, სულთანიშვილი
მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, ცინცაძე (კუხიანიძე 93), კაპანაძე (დაფე 46), აზაცკი, გეგეჭკორი, კუტალია, დოლიძე, ქიმაძე (ლაჩნი 54), კობახიძე, გიგაური (წიქარიძე 71)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
წითელი ბარათი: ხურცილავა 105