ქუთაისის “ტორპედო” “ტრენჩინთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა
29 ივნისს, ევროპის ლიგის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედო” სტუმრად სლოვაკურ “ტრენჩინს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, გიორგი გურულმა “ტორპედო” დააწინაურა. ამის შემდეგ გოლის გატანის რეალური შანსები კაპანაძესა და დოლიძეს ჰქონდათ, თუმცა მათ არ გაუმართლათ. 36-ე წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში გურული შეცდა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და მანკემ ანგარიში გაათანაბრა. მანკემ ოთხ წუთში დუბლიც გაიფორმა და შესვენებაზე თავისი გუნდი დაწინაურებული გაიყვანა – 2:1.
მეორე ნახევარში “ტრენჩინმა” ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. 75-ე წუთზე ცატაკოვიჩმა ანგარიში 3:1 გახადა, 81-ე წუთზე კი ქუთაისელთა კარი პაურმა დალაშქრა. საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე სლოვაკური გუნდის ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ბერიძემ დააფიქსირა – 5:1.