ქუთაისის “ტორპედომ” პირველი ლეგიონერი დაიმატა
ქუთაისის “ტორპედომ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მე-2 ტრანსფერი განახორციელა.
“ტორპედომ” 25 წლის მონტენეგროელი მარცხენა მცველი, ნიკოლა სტიეპოვიჩი დაიმატა. ნიკოლამ გუნდთან 2 წლიანი (1+1) კონტრაქტი გააფორმა.
სტიეპოვიჩი ბოლოს ალბანურ “კასტრიოტიში” იყო, რომლის შემადგენლობაშიც 17 მატჩი ჩაატარა. მანამდე კი 2010-დან 2017 წლის ჩათვლით “სუტიესკას” ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში ის ორჯერ გახდა მონტენეგროს ჩემპიონი, ერთხელ კი ქვეყნის თასიც მოიგო. გარდა ამისა, იყო მონტენეგროს 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც.
“ტორპედოს” რიგები ლეგიონერებმა, ლაზარ მარინმა, ჰლინკამ და მილოშ ლაჩნიმ დატოვეს და ჩხეტიანი ახალ ფეხბურთელებს ეძებს.
ქუთათურების პირველი ტრანსფერი გორის “დილადან” ნოდარ ქავთარაძის დამატება გახლდათ.
“ტორპედოს” ოფიციალური გვერდის ცნობით, კლუბი ხვალ შეიკრიბება და ახალწვეულიც ვარჯიშს ხვალიდან შეუდგება.