ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტის განცხადება

თარიღი: მაისი 15, 2019

ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა, ზაალ ჩაჩავამ კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ აპირებს.

გთავაზობთ განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში, “ტორპედოს” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ზაალ ჩაჩავა: “პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა, კლუბი აგრძელებს ფუნქციონირებას და კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ “ტორპედო” ევროტურნირებზე გავიდეს და ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს.

რაც შეეხება ძირითად გუნდს, ჩვენდა სამწუხაროდ, ვიქნები გულწრფელი და ალბათ ვერ ავიცილებთ იმ ფაქტს, რომ მოხდება გუნდის რეორგანიზაცია.

ბევრს არ აქვს ეს ინფორმაცია, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი მოსვლის შემდგომ, თითქმის სამი წელია, “ტორპედოს” ძირითადი გუნდის სახელფასო ბიუჯეტი ყველაზე მაღალია საქართველოში და ჩვენი ფეხბურთელების ხელფასები თითქმის უთანაბრდება მათი უცხოელი კოლეგების შრომის ანაზღაურებებს. წელსაც ყველანაირად ვცდილობდი, გამეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი და ვარსკვლავური გუნდი შემენარჩუნებინა, მაგრამ უცხოური ინვესტიციის გარეშე,
სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ეს საკმაოდ ძნელია.

პირდაპირ ვიტყვი, იანვარში ამ გუნდის დაკომპლექტება და სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა იმ პერსპექტიული შემოსავლის იმედად, რომლის მიღებასაც ვგეგმავდით უცხოელი ინვესტორის დაფინანსების ხარჯზე, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვეცადე და ახლაც ძალიან ვცდილობ შევინარჩუნო “ტორპედოს” ისტორიაში საუკეთესო გუნდი, თუ ეს ვერ მოხერხდება, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად ისევ მე დამწყდება გული, მაგრამ ერთხელ უკვე შევძელით და დამიჯერეთ, ისევ შევძლებთ გავხდეთ კონკურენტუნარიანი გუნდი და გავახაროთ ჩვენი ნამდვილი გულშემატკივარი.

“ტორპედო” ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ჩვენ ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ.

და ბოლოს, რაც შეეხება პირადად ჩემს მიმართ არსებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას – ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ კრიზისიდან გამოსვლა შეგვიძლია და ამით ძალიან ბევრს გავახარებთ.”

შეგახსენებთ, რომ “ტორპედოს” ფეხბურთელებს ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ. მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა თქვა, რომ შესაძლოა მომდევნო მატჩამდე გუნდი დაიშალოს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ბაიერნის” ფეხბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ფოტო)

მიუნხენის “ბაიერნის” დღევანდელი ვარჯიში ინციდენტით დასრულდა. “ბილდის” ცნობით, ლეონ გორეცკამ უბურთოდ მყოფი ჟერომ ბოატენგის წინა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” ჟირუსთვის ბრძოლას გამოეთიშა

იტალიური პრესის თანახმად, მილანის “ინტერი” ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ ოლივიე ჟირუსთვის ბრძოლას გამოეთიშა. “სკაი იტალი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონსპირაციული თეორია: “ლივერპული” დოპინგს იყენებს?

იურგენ კლოპის “ლივერპული” დღეს “ვესტ ჰემის” დამარცხებას თუ შეძლებს, მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 19-ვე კლუბის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნიმ ინგლისში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

უეინ რუნიმ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ინგლისში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. ამისთვის ინგლისელ თავდამსხმელს ექვსი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამომ” ტოგოელი ნახევარმცველი ესპანეთიდან გადაიბირა

თბილისის “დინამოში” ტოგოს ნაკრების 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი, საიმონ ბენიო ჩაირიცხა. ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ემოციური კადრები – “მილანმა” “ტორინოსთან” მატჩის წინ კობი ბრ

იტალიის თასის მეოთხედფინალში “მილანი” “სან სიროზე” “ტორინოს” უპირისპირდება. მატჩის დაწყების წინ, სტადიონზე შეკრები...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა გუგეშაშვილი “გრანადადან” “დილაში” დაბრუნდა

“გრანადას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდი ქართველმა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა დატოვა. გუგეშაშვილი “გრანადა ბ-ს” ძირითად...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედიამ” 6 ფეხბურთელი დაიმატა და 6 გაუშვა

ელიგაში დაბრუნებული “სამტრედია” 6 ფეხბურთელით გაძლიერდა. “სამტრედიამ” ბათუმის “დინამოდან” 27 წლის შემტევი გიორგი ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: კრისტიან ერიქსენი “ინტერის” ფეხბურთელია

მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითც კლუბმა პრემიერ ლიგის კიდევ ერთი ვარსკვლავის ტრანსფერი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფასი შეთანხმებულია, ბერგვაინი მალე პრემიერ ლიგაში ითამაშებს

“პსვ ეინდჰოვენის” გარემარბი სტივენ ბერგვაინი უახლოეს მომავალში ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელი გახდება. ამ ინფორმაციას Voetba...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ქუთაისის “ტორპედო” არ დაუტოვებია

ქუთაისის “ტორპედო” უდიდესი ფინანსური კრიზისის შემდეგ თითქმის ყველა ფეხბურთელმა დატოვა და მათი უმრავლესობა თბილისის “დინამოში” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამო” “მანჩესტერ სიტის” აღზრდილს დაიმატებს?

თბილისის “დინამოს” თურქულ შეკრებაზე 26 წლის სლოვაკი ფლანგის შემტევი, ფილიპ ორშულა შეუერთდა. ფილიპი ბოლოს სპარტაკ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” ჰოლანდიის ჩემპიონატიდან მცველი გადაიბირა

25 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჯულიუს ბლეიკი “საბურთალოში” ითამაშებს. ამპლუით ცენტრალური მარცხენა მცველი, რომელიც 188 სანტიმეტრია, ბოლოს ჰოლანდიის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯენარო გატუზოს პირველი კომენტარი “იუვენტუსის” დამარცხების შემდეგ

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, “იუვენტუსთან” მოპოვებული უმნიშვნელოვანესი საშინაო გამარჯვების შემდეგ, პრესკონფე...
წაკითხვა